“მასწავლებლისთვის საჩუქრის გაკეთება თუ, ქრთამის შეთავაზება…”

სკოლის პერიოდში ყველას კარგად გვახსოვს ერთგვარი “ტრადიცია”, მასწავლებელს, განსაკუთრებით კლასის დამრიგებელს კონკრეტულ დღესასწაულებზე, თუ როგორ ვჩუქნიდით ერთობლივად საჩუქრებს. ამისათვის კლასში ხდებოდა ფულის შეგროვება. ამ პროცესს აქტიური მშობელი ხელმძღვანელობდა ხოლმე. ერთი შეხვედით ამ ფაქტში  საგანგაშო არაფერიც არ არის. თუმცა მეორე საკითხია, როდესაც კლასში იმყოფებიან ისეთი ბავშვები, რომელთა მშობლებს ნამდვილად არ გააჩნიათ იმის შესაძლებლობა, რომ ფული დადონ. ანუ კლასის საერთო სიაში ესეთი ბავშვები ვერ ხვდებიან. ახდენს თუ არა ეს გავლენას მოსწავლეზე, რომ თავი “გარიყულად” იგრძნოს? რამდენად ხდება მასზე თუნდაც მასწავლებლის მხრიდან ე.წ. “ზემოდან ყურება”? არის თუ არა ალბათობა იმისა, რომ ასეთ ბავშვს  ნიშანი არ დაუწერონ? ასეთ შემთხვევაში, თუ პედაგოგი მსგავს საქციელს ჩაიდენს, აუცილებლად უნდა დადგეს მისი განთავისუფლების საკითხი. ყველაზე კარგი გამოსავალი კი, ის იქნება, რომ სიების შედგენას აქტიური მშობლები შეეშვან და უბრალოდ თავისუფალ და კეთილ ნებაზე დაყრდნობით, მისცენ სხვა მოსწავლეების მშობლელბს საშუალება  გაიმეტონ ის თანხა, რაც მათ სურთ. რაც შეეხება, საერთოდ ტრადიციის გაუქმებას, ეს ალბათ ყოვლად შეუძლებელია, ისევე როგორც, საზოგადოებაში მარშუტკით მგზავრობისას ნაცნობისთვის  თანხის გადახდის რიტუალს ვერ აღმოვფხვრით.

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: