“ბათუმში მალე ველო-ტაქსები იმოძრავებენ…”

ბათუმში მალე ველო-ტაქსები იმოძრავებენ, ამის შესახებ კულუარებში ინფორმაცია უკვე გავრცელდა, “ირლანდიური კომპანია ბათუმში ახალი სატრანსპორტო საშუალებების შემოყვანით დაინტერესდა. მეგაპოლისების მსგავსად, ბათუმის ბულვარში მალე ველო-ტაქსები გამოჩნდება.

როგორც “ჯი-ეიჩ-ენთან” საუბრისას ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი კირთაძემ განაცხადა, ტრანსპორტის ეს სახეობა საკმაოდ იაფია და რაც მთავარია, ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი ძველ ბათუმსა და ბულვარში იმოძრაობს, თუმცა გამორიცხული არ არის ველო-ტაქსებმა ბათუმის ბოტანიკურ ბაღში იმოძრაონ.

საკრებულოს თავმჯდომარე ირლანდიური კომპანიის სახელს არ აკონკრეტებს და აცხადებს, რომ კომპანიის წარმომადგენლები ბათუმში თვის ბოლომდე ჩამოვლენ და გარკვეული დეტალებს ადგილზე შეათანხმებენ. სწორედ ამის შემდეგ გაფორმდება ხელშეკრულება და პროექტის ცაკლეული დეტალებიც გახმაურდება. საწყის ეტაპზე ბათუმში დაახლოებით 70 ველო-ტაქსი იმოძრავებს, რომლის მოდელი და ფერიც სამომავლოდ განისაზღვრება. როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე ბაჩუკი ჩხეიძე განმარტავს, ველო-ტაქსები აუცილებლად ბათუმის იერსახისათვის დამახასიათებელ ფერებში უნდა იყოს.

ტრანსპორტი ამ სეგმენტის არასებობის გამო ბათუმში ველო-ტაქსების მოძრაობის წესები განსაზღვრული არ იყო, და სწორედ ამიტომ ბათუმის საკრებულომ აღნიშნული წესი უკვე დაამტკიცა და საკრებულოს მომავალ სხდომაზე ველო-ტაქსის პარკინგისთვის 4 ადგილს გამოყოფს, რომელსაც ირლანდიურ კომპანიას იჯარით გადასცემს. საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ იჯარის ფასი საკმაოდ დაბალი იქნება, რაც ასეთი ტიპის ბიზნესის წახალისებისკენ იქნება მიმართული. ველო-ტაქსით მგაზვრობა სავარაუდოდ ერთი კილომეტრი 1 ლარი ეღირება და მისი გამოჩენა ბათუმის ქუჩებში დაახლოებით მაისის ბოლოსათვისაა დაგეგმილი.

საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, ამასთან დაკავშირებით შემდეგი მოსაზრება აქვს:

“გახსნის დღეს მიშა იტაქსისტებს ალბათ”

“დასტურ.
და საერთოდ, ნებისმიერ ეკოლოგიურად უსაფრთხო ტრანსპორტს მივესალმები.”

“ისე, ორი პატარა აკუმლატორიცა აქვს მაგ ველო-ტაქსის, რომელიც დამხმარე ელექტროძრავს კვებავს და დამუხრუჭების რეჟიმში ავტომატურად იმუხტება ხოლმე.”

“მაგარია.. მივესალმები.. მე საზღვარგარეთ ვცხოვრობ და ველოსიპედს აქტიურად ვიყენებ ხოლმე. კაი რაღაცააა”

“4-ჯერ ვიყაი წელს ბათუმში და ხან ბამპერი გავტეხე, ხან კარტერი. მანდ ველო-ტაქსები კი არა ტრაქტორები შეიყვანონ ქე სჯობს თითქმის.

ხან ველო ტრასაო, ხან ტაქსებიო, ვიღაცას ქართველები ჩინელები ჰგონია”

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: