“უმუშევრებს თვეში 30 ლარიანი დახმარება ექნებათ…”

უმუშევრობა საქართველოში ჯერ კიდევ ნორმელ პირველ პრობლემად რჩება. პრბლემის ერთჯერადად მოგვარებისთვის მთავრობა უმუშევრებს 30 ლარიან დახმარებას სთავაზობს. კულუარებში ამასთან დაკავშირებით, აღნიშნავენ, რომ ეს დახმარება არაფერი არ არის, მაშინ როდესაც ოფიციალურად საარსებო მინიმუმი 150 ლარს წარმოადგენს. როგორც ფორუმ.ge-ზე გაირკვა, სამუშაო ადგილების არ ქონა იმდენად დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, როგორც არაკომპეტენტური ადამიანები. ანუ სამუშაო ადგილები რეალურად არსებობს, მაგრამ კადრები ვერ ირჩევა, რადგან გასაუბრებაზე მისულებმა ელემენტარული ენა და კომპიუტერი არ იციან:

“მოკლედ გამოცხადებული გვაქვს ვაკანსია და მოსულია 6000 მდე სივი , გასაუბრებაზე ვიბარებთ ყველას და მოდის მხოლოდ 10% .
იმ 10% იდანაც ინგლისურის არმცოდნეები და იმდენად უყურადღებობეი რომ რეზიუმე არც აქვთ წაკითხული.. ალბად ზღაპრებში არიან და თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცს ელოდებიან.
არ არსებობს ერი ჩვენზე ზარმაცი.
მზესუმზირის ფურთხება და “კოფე” ს დალევა პრიორიტეტია დღევანდელი ახალგაზრდობისათვის , მზესუმზირას აფურთხებენ აქლემებივით ახალგაზრდა გოგონები და ინგლისური ენა რომ ისწავლონ მაგაზე არ იწუხებენ თავს , ამ დროს კი ტირიან და მთავრობას ლანძღავენ სამუშაო არ გვაქვსო.
ხელფასი ჩვენთან არის 600-900 ლარი და თანამშრომლებს ვერ ვშოულობთ ვინაიდან ისეთი ადამიანები მოდიან მხოლოდ ჭურჭლის გარეცხვას თუ ჩააბარებ ან ისიც არ იციან.
საშინელებაა და ამ დროს კი მთავრობას ლანძღავთ”

ზემოთ ხსენებულიდან გამომდინარე, მხოლოდ ერთადერთი პრობლემა გვქონია, საშინლად ზარმაცები და “უცოდინრები” ვართ. ამ მოსაზრებას ალბათ საზოგადოების გარკვეული ნაწილი არ დაეთანხმება და რეალურად ყველაფერი ესე მარტივად არ არის. უმუშევრობა ამ ეტაპზე გახლავთ ის მოსაგვარებელი პრობლემა, რაზეც მთავრობას რიგი გამოსასწორებელი სამუშაოები აქვს ჩასატარებელი.

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: