პორნოპოეზია…

21-ე საუკუნეში რომ აღარაფერი უკვირთ, ეს სავსებით ლოგიკურია. კომუნიკაციის ელექტრო ველებმა ყველაფერი „საოცარი“, ყოვედღიური ცხოვრების ნაწილად აქცია. ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 70-იან წლებში შეიქმნა ე.წ. „მოძრაობა“ პანკების სახელწოდებით. „პანკების მხრიდან გაკეთებული „განცხადებები“ ძალიან აქტუალური იყო, ანუ ენა რომელსაც ისინი იყენებდნენ გამოირჩეოდა თანამედროვეობით, დროულობით როგორც სუბკულტურის წევრებისთვის, ასევე მისი ოპენენტებისთვისაც. პანკების მიერ გათავისებული სხვადასხვა სტილი გამოხატავდა აგრესიას, ფრუსტრაციასა და შფოთვას.“  მაშინდელი საზოგადოებისთვის ეს რაღაც სიახლესთან, განსხვავებულობასთან ასოცირდებოდა, რაც იმ დროინდელმა ახალგაზრდობამ, რომელნიც ჯერ კიდევ საკუთრი თავის ძიებაში იმყოფებოდნენ, მაშინვე მიიღეს და გაითავისეს. „ისინი ცდილობდნენ მოეხდინათ აზრიანი საშუალო სივრცის მოძიება მშობლების კულტურასა და დომინანტურ იდეოლოგიას შორის.: სივრცე, სადაც აღმოჩენილი და გამოვლენილი იქნებოდნენ ალტერნატიული იდენტობები. ამ მხრივ, ისინი ეძებდნენ ავტონომიის გარკვეულ ხარისხს, რომელიც ახასიათებს ყველა ახალგაზრდულ და კონტრკულტურას.“  ტრადიციების, თავისებური მენტალიტეტისა და შედარებით აზიატი აზროვნების მქონე საზოგადოებისათვის განსხვავებულის შეთავაზება საკმაოდ თამამ ნაბიჯად ითვლება. იქ, სადაც „ჰელოვინის“ მომწყობ ახალგაზრდებს მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი „ჯვრებით“ ებრძვის და მწერალ ერეკლე დეისაძის „ჩაქოლვა“ ღვთისნიერ საქმედ მიაჩნიათ, იქმნება ჯგუფი სახელწოდებით „პორნოპოეზია“, რომელთა მუსიკალური სტილი გაურკვევლია. მასში გაერთიანებულია პანკის, ელექტრონული, კლასიკური როკის, ფანქის და ბრიტანული ინდი მუსიკის ელემენტები. ჯგუფი 5 წევრისგან შედგება. ვოკალისტი თორნიკე ქარჩხაძე, იგივე „ქარჩხა“, ბას-გიტარა „სიბა“, დრამერი პაპუნა ჟამიერაშვილი, იგივე „პეპე“, სოლო გიტარა თორნიკე მარგველაშვილი, იგივე „გრიაზნი გარი“ და მულტიინსტრუმენტალისტი და ბექ ვოკალი სულხან წულუკიძე, იგივე „სულხანიშჩე“ გახლავთ. სახელწოდება „პორნოპოეზია“, როგორც ვოკალისტ „ქარჩხასთან“ საუბარში გავარკვიე, ორი მიზეზით შეიქმნა. პირველი ამ მიზეზთაგანი გახლავთ ის, რომ ჯგუფის წევრები, მანამ სანამ მუსიკალურ მოღვაწეობას დაიწყებდნენ პორნო ლექსებს წერდნენ ანუ უცენზურო პოეზიის შექმნით იყვნენ დაკავებულები, ეს დაახლიებით, მაშინ, როდესაც 20 წლისები იყვნენ. მეორე მიზეზი კი, მარკეტინგული დატვირთვის გახლავთ, როგორც ვოკალისტმა აღნიშნა  „ერთხელ რომ გაიგებ, აღარ გავიწყდება“. ჯგუფის შექმნით მათ მთავარი მიზანი დაისახეს, სურვილი იმისა, რომ სოციალურ თემებზე როკ მუსიკის საშუალებით საზოგადოებამდე სათქმელი მიაწვდინათ: „ძალიან ძნელია ქართული ენა მოარგო როკ მუსიკას. აქ და ამ ხალხთნ გვაქვს სალაპარაკო. გვინდა თანამედროვე მუსიკა გავაგონოთ მათ“. სწორედ სოციალურ თემებზე არის მათი მუსიკალური პროდუქტიც, მაგალითად ერთ-ერთი სიმღერა „ასტამურა“ გახლავთ პროტესტი ქართველი მოქეიფე, ბიძების მიმართ, რაც კლიპითაც გამოხატეს. სიმღერა „ჩონჩხი“ კი, ოფისში გამოკეტილ ტიპზე, როდესაც მასში „კრეატივი“ კვდება, ხოლო სიმღერა „გასაბერი კაცი“ კი, ქართველი ქალებისა და კაცების ურთიერთობაზეა. კონკრეტულად „ქალიშვილობისა და არ გამიბაზროს ინსტიტუტზე“ და როგორც თორნიკე, იგივე „ქარჩხა“ აღნიშნავს ყველა მათ სიმღერას მსგავსი საპროტესტო დატვირთვა აქვს. მათი ყველა მუსიკალური ნამუშევარი მხოლოდ ქართულ ენაზე სრულდება და არც სადმე „გაქცევაზე“ ფიქრობენ, რადგან თავს აქ კარგად გრძნობენ. ჯგუფს თავისი მოღვაწეობით საკმაოდ დიდი ამბიციები გააჩნია, მათ კულტურული რევოლუციის მოხდენა სურთ. ცხოვრების სხვა მხრიდან დანახება, თავისუფლება, როგორც გინდა ისე ჩაიცვა და რაც გინდა ის გააკეთო, აი რა სურთ ჯგუფის წევრებს.  კითხვაზე, განსხავებული გარეგნული ნიშნების გამო შექმნიათ თუ არა პრობლემა, ვოკალისტი იხსენებს, რომ რამდენიმე მომენტი მის ცხოვრებაში ყოფილა, ვიღაცას ქუჩაში „შეუგინებია“, აქციაზე დაახლოებით 300 კაცს არც თუ კარგი სიტყვებით შეუმკია და ცემის სურვილიც გასჩენიათ, თუმცა იგი ამას ასე ვთქვათ „იგნორს“ უკეთებს. ჯგუფის რამდენიმე წევრი „პორნოპოეზიის“ შექმნამდე, ხალხურ სიმღერებს მღეროდნენ ანსამბლ „დიაოხში“, თუმცა მერე მიხვდნენ რომ ამ ყველაფრით იმპროვიზებას და რაღაც, ახლის თქმას  ვერ ახერხებდნენ და სწორედ მაშინ გადაწყვიტეს ჯგუფის შექმნა. მიუხედავად გარეგნული განსხვავებულობისა, ჩაცმის შედარებით უცნაური სტილის, გრძელი წვერის, გახვრეტილი ყურის და ა.შ., თითოელი მათგანი სხვადასხვა საქმით არის დაკავებული. ჯგუფის ერთ-ერთი წევრი საქართველოს ბანკის თნამშრომელია და მას სულაც არ აქვს მუსიკალური განათლება. პროფესიით ფიზიკოსი გახლავთ და აღნიშნულ ბანკში „საკრედიტო რისკების ანალიზისა და სტატისტიკის სპეციალისტია“ და საკმაოდ მაღალი ანაზღაურება აქვს. კითხვაზე, წამოვიდოდა თუ არა ბანკიდან, პასუხობს „მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხარისხიანი მუსიკის კეთება საქართველოში, ელემენტარული სარსებო წყაროს საშუალება იქნებოდა“. ჯგუფს აგრეთვე ეკლესიური წევრიც ყავს, რომელიც წირვას ყოვეთვის ესწრება. რაც შეეხება ოჯახის წევრებს და მათ დამოკიდებულებას, „ქარჩხას“ შემთხვევაში, ყელაფერს გაგებით მოეკიდნენ, უბრალოდ როგორც აღნიშნა, დედა მის შემოქმედებას თავს „არიდებს“, ხოლო დამ ერთ-ერთი მუსიკალური შესრულების დროს, როდესაც ტელევიზიით იხილა, უთქვამს „ისე მომეწონა, სირცხვილით სად წავსულიყავი არ ვიცოდიო“.  როგორც აღნიშნავენ ეს თინეიჯერული პროტესტი არ არის, თან თინეიჯერის ასაკს უკვე დიდი ხანია გადააბიჯეს, უბრალოდ მათ რაღაცეების შეცვლა სურთ, თუნდაც ის, რომ მხოლოდ გასული წლების ჰიტებს აღარ უსმენდეს ხალხი და ცდილობენ, ამ მხრივ სიახლე შესთავაზონ. მათ ოპიციალურ აღიარებას, რაც შეეხება მოგებული აქვთ „ ალტერ ვიჟიონ“ და „მეგა“, როგორც 2010 წლის საუკეთესო როკ-ჯგუფი. საუბრისას, გარდა შესამჩნევი „განსხვავებულობისა“ ზოგადად მასისგან და სხვა თანამედროვე „ბოი ბენდებისგან“ იმითაც განსხვავდებიან, რომ „პორნოპოეზიას“ ერთი ასოცირებული თუმცა უხილავი, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის „ვერ შემჩნეული“ წევრიც ყავთ, წმინდა ჯეიმსი, რომელიც მუდამ მათ გვერდით არის. „არ მიყვარს ჩარჩოები, ჩემი თავისუფლება ჩემია, სხვისი სხვისი. მუსიკის მხრივ საქართველოში თითქმის ჭაობია, თუ არ ჩავთვლით ჯაზს და რაღაც ახალს, რასაც ძირითადათ არ უსმენენ. ჩვენი მიზანია ალტერნატიული გზების შეთავაზება საზოგადოებისთვის. ვანახოთ, რომ სხვა კარგი რაღაცეებიც არსებობს და მათთვის შევქმნათ ხარისხიანი მუსიკა“

  1. Dzaan Bevri qartvelic Ocnebaa, ASeve Chemic ro AM mxriv Da Aramarto am Mxriv Ganvitardes Saqartvelo, Tradiciaze damyarebuli Cesebi da Kanonebi Xels Ushlis Ganvitarebas

    Me MIyvars Pornopoetry❤

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: