“რატომ არის ქრისტი ყიფშიძე ყოფილი ქმრის გვარზე?”…”facecontrol”…

ახალი გადაცემა “იმედის” არხზე, “facecontrol”. ფორმატი სახალისო, გადაცემა ნორმალური (ჯერ ახალი დაწყებულია). შენიშვნა ამ ეტაპზე მხოლოდ, ის გახლავთ, რომ ნინი ბადურაშვილი, როგორც წამყვანი უფრო აქტიური უნდა გახდეს და მარტო “დეკორაციის” როლი არ გაითავისოს. კიდევ ერთი, მეტყველება ცოტა დასახვეწი აქვთ. ქცევა ნორმალური, რადგან გადაცემის ფორმატში ჯდება. გუშინდელი გადაცემა ნამდვილად “სახალისო” გამოვიდა. ერთ-ერთი მოწვეული სტუმარი გიორგი ყიფშიძე გახლდათ, რომლის “სხვა ნიჭი” კოქტეილების მომზადება აღმოჩნდა (წამყვანებს მემგონი დიდად არ მოეწონათ მის მიერ მომზადებული კოქტეილი🙂 ). მსახიობს წამყვანების გარდა, “facebook”-ის ჩვეულებრივი მომხმარებელიც უსვამდა კითხვებს, მაგ: “რატომ არის ქრისტი ყიფშიძე ყოფილი ქმრის გვარზე?”, პასუხი კი ასეთი გახლდათ : “იმიტომ რომ ქართველი არ არის…გაშორების შემდეგ გვარს ხომ არ წავართმევდი, უცხო ხომ არ არის…(სრული ციტირება არ არის). აქ კი, გოგოები დაეხმარნენ, “თქვენ შვილი გყავთ”🙂 . აღსანიშნავია ნანკა კალატოზიშვილის კომენტარიც ერთ-ერთ “ეროტიულ” სურათზე, რომლის დანახვისას გიორგი ყიფშიძემ თქვა: “რა ნაცნობი ძუძუა” (ალბათ იხუმრა…🙂 ). წამყვანმა კი, თემა განავრცი (ალბათ სალაპარაკო იმ მომენტში აღარაფერი ჰქონდა): “სადაც ფოტოზე გაშიშვლდა, იქ სხვაგანაც, რომ გაშიშვლებულიყო რა გასაკვირიაო (მიახლოებითი ციტირება)”. მემგონი, ცოტა “უხეში” ნათქვამი იყო, აი მაგალითად, ნანკას თუ ერთ-ერთ სერიალში მკერდი გამოუჩნდა(არ ვიცი, იქნებ დუბლიორი იყო🙂 ) , რა გასაკვირია, რომ სხვაგანაც აჩენდეს, გამოდის “ნაცნობი ძუძუ” ამ შემთხვევაში, შესაბამის განმარტებად უნდა ჩავთვალოთ. მოკლედ, როგორც გვჩვევია, ყოველივე “ახალს” თავიდან კრიტიკის ქარცეცხლში ვატარებთ, რაც ხშირად ბევრად დიდ ხანს გრძელდება, ვიდრე ვგეგმავთ ხოლმე…:)

 

 

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: