“ნინია კაკაბაძე vs ნანუკა ჟორჟოლიანი”

“ნანუკას შოუ” ერთ-ერთი წარმატებული შოუა საქართველოში, რომლის გარშემო უამრავი მითქმა-მოთქმაა ატეხილი. ბევრს მოსწონს, ამაზე შოუს რეიტინგიც მეტყველებს. საზოგადოების გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ ეს არის გემოვნებიანი პროექტი. ნაწილი კი, აკრიტიკებს წამყვანის მეტყველებას, ჩაცმულობას, მოკლედ აზრთა სხვადასხვაობა ნამდვილად შეიმჩნევა. შოუ, რომ ერთფეროვანი არ გამხდარიყო, ავტორმა მრავაფეროვნების ელემენტის შესაძენად ეგვიპტე და მექსიკა აირჩია. ნამდვილად ხარისხიანი, სახალისო და “ყურებადი” გამოვიდა (960 ლაიქი და + ერთი ჩემგან), თუმცა ნანუკას ბოლო სიუჟეტები ნინია კაკაბაძისთვის “გამაღიზიანებლად გამაღიზიანებელი” აღმოჩნდა. ამას მისი სტატია ადასტურებს: “http://liberali.ge/pumpula-beghurebis-gadaprena-tbil-kveqanashi”. ამაზეა ნათქვამი, “რამდენი ადამიანიც არის იმდენი აზრიაო”. ნანუკა ჟორჟოლიანი  “facebook”-ის დახმარებით სტატიის ავტორს მიმართავს, რომ მონაწილეობა მიიღოს მის შოუში. როგორც სოციალური ქსელის საშუალებით გაირკვა, ნინია კაკაბაძეს ნანუკა მეგობრობის სიიდან ჰყავს წაშლილი🙂 . ისე ნამდვილად საინტერესი იქნებოდა, ეთერში ნინია კაკაბაძე “ნანუკას შოუს” წინააღმდეგ. პროექტი აპოლიტიკურია, ეს გახლავთ შოუ, რომლის მთავარ მიზანი მაყურებლის “რელექსაციაა”, რაც აუცილებელია საზოგადოებისათვის, მითუმეტეს, როდესაც ის ხარისხიანად კეთდება.

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: