“მარშუტკით მგზავრობა 1,5 გახდებაო…”

“რუსთავი-2-ზე” პრესის მიმოხილვაში ქირიამ დააანონსა, “ალიამ” სიღრმისეული ჟურნალისტური გამოძიება გამოაქვეყნაო. ვიყიდე გაზეთი და მართლა საფუძვლიანი დაანგარიშებაა. მათემატიკასთან ვერ ვარ კარგად, მაგრამ აქ მართლა ყველაფერი გავიგე smile.gif გამოდის, რომ დრე თუ გვიან, ყველა შემთხვევაში მგზავრობა ლარნახევრამდე გაძვირდება.”

“6000 “მარშრუტკის” ჩამოყვანა (თითო 25 ათასი ევრო) საერთო ჯამში 360 მილიონი დაჯდება…

ხაზზე მომუშავე თითოეული მანქანა დღეში, საშუალოდ, 30 ლიტრ დიზელს მოიხმარს. ჩამოყვანილი 6000 მანქანიდან ყოველდღე 5000-მა რომ იმუშაოს, დღეში საწვავის ხარჯი 300 ათას ლარზე მეტია, რაც თვეში 10 მილიონ ლარამდე ადის…
ტენდერში გამარჯვებული კომპანიები გვარწმუნებენ, რომ დღეს მომუშავე ყველა მძღოლს დაასაქმებენ და დამატებით 1500 მძღოლის აყვანაც მოუწევთ. ამბობენ იმასაც, რომ თითოეულს ხელზე 1000 ლარამდე ხელფასი დაენიშნება. ანუ, გამოდის, რომ 6000 მძღოლზე თვეში 6 მილიონი ლარი სუფთა ხელფასად უნდა გასცენ, ამას დავუმატოთ სააკაშვილის საშემოსავლო გადასახადი და მივიღებთ, რომ ხელფასებში გასავალი 7 მილიონ 500 ათასი ლარია.
მოკლედ, მხოლოდ საწვავისა და ხელფასების ხარჯი 17 მილიონ 500 ათასი ლარი გამოდის…

რაც შეეხება მანქანის სხვა ხარჯებს _ ზეთისა და საბურავების შეცვლას, რემონტს…
თითო მანქანა, საშუალოდ, დღეში 200 კილომეტრამდე გადის, რაც თვეში 6000 კილომეტრია. ანუ, მინიმუმ თვეში ერთხელ სჭირდება ზეთის შეცვლა და წელიწადში ერთხელ საბურავები. ციფრებით ძალიან რომ არ დაგღალოთ ეს, საშუალო დაანგარიშებით, თვეში 150 ლარი გამოდის. 6000 მანქანაზე გადაანგარიშებით მილიონ ლარამდეა.
მოკლედ, მოდით, დავამრგვალოთ და ვთქვათ, რომ ხელფასების, საწვავის, ზეთის, საბურავებისა და მანქანის შეკეთების ხარჯებად თვეში 20 მილიონ ლარამდე გავიდა…

სამარშრუტო ბიზნესი თვეში 20 მილიონამდე მგზავრს ემსახურება. თუ მგზავრობის ტარიფი იგივე, ანუ 50 თეთრი დარჩა, გამოდის, რომ ამ ბიზნესის ყოველთვიური შემოსავალი 10 მილიონი ლარია…
ვიმეორებთ, 10 მილიონი ლარი იმ დროს, როცა ყოველთვიური მინიმალური ხარჯი 20 მილიონ ლარს აღმატება…

მარტივი არითმეტიკაა _ მოგება რომ დარჩეს, მგზავრობა 1 ლარზე მეტი უნდა ღირდეს. რამდენად მეტი? ეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენ ხანში აპირებს მონოპოლისტი კომპანია ჩადებული ინვესტიციის ამოღებას…

თუ მგზავრობა 1 ლარი და 20 თეთრი გახდა, ყოველთვიური მოგება 4 მილიონი ლარი გამოდის. მოკლედ, 90 თვე, ანუ 8 წლამდე სჭირდება მხოლოდ იმას, რომ ახალი “მარშრუტკების” ღირებულება _ 360 მილიონი ლარი ამოიღონ.
ალბათ, იტყვით, მერე რა მოხდა, 20 წლით აქვთ გაფორმებული ხელშეკრულება და დანარჩენი 12 წელი ხომ მაგათიაო…
ნებისმიერ მძღოლს შეგიძლიათ ჰკითხოთ, რომ ხაზზე მომუშავე ახალი მანქანის მაქსიმალური გამძლეობა 5 წელია (არსებული მონაცემებით, ამ დროში მინიმუმ 350 ათას კილომეტრს გადის), მერე შეგიძლიათ პირდაპირ ჯართში ჩააბაროთ…

გამოდის, რომ მანქანების ღირებულება 5 წელზე ნაკლებ დროში უნდა ამოიღონ…

ამისთვის იდეალური ვარიანტი მგზავრობის ღირებულების ლარ-ნახევრამდე გაზრდაა. ციფრებით თავს არ შეგაწყენთ, უბრალოდ, გეტყვით, რომ 3 წელში 360 მილიონს ამოიღებენ და დარჩენილი 2 წლის განმავლობაში 240 მილიონი ლარი მოგება დარჩებათ.”

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: