“ანტიტურისტული თუ, ტურისტების მოსაზიდი ფილმები…”

ტურიზმის “აყვავება”  სასიკეთოდ ეხმარება ქვეყნის განვითარებას. ამ პოსტში ჩვენ არ ვისაუბრებთ მის დადებით და თუნდაც უარყოფით მხარეებზე. უბრალოდ დავსვამ კითხვას და ბლოგის წაკითხვის შემდეგ ყველა საკუთარ მოსაზრებას დააფიქსირებს. ბევრი ფილმის გადაღება ხდება ტურიზმის, უფრო სწორად მოგზაურობის თემაზე. სხვადასხვა ქვეყნები, კუნძულები, მოკლედ თვალისმომჭრელი სურათი იშლება ჩვენს წინ, ისეთი რომ თითოეული გმირის მაგივრად საკუთარი თავი წარმოგიდგენია ამ მშვენიერ ადგილებში. მაგალითად გუშინ, ერთ-ერთი ამ ჟანრის ფილმის ყურებისას(შემდეგ გავარკვიე, რომ საშინელებათა ყოფილა) ნამდვილად ვიგრძენი თავი ბრაზილიაში, მზის სხივებისგან კანიც კი მეწვოდა, მაგრამ ეს სასიამოვნო შეგრძნება მანამ გაგრძელდა სანამ ტურისტებისთვის ეს მოგზაურობა კოშმარი და სასიკვდილო არ აღმოჩნდა.

მოკლედ, ფილმი ძალიან სისხლიანი ანუ “საშინელებათა” აღმოჩნდა. თითქოს არაფერი განსაკუთრებული მასში არ არის, მაგრამ თითქმის ყველა ასეთ ფილმს წინ უძღვის “…based on a true story”. კიდევ ერთი აღსანიშნავი ფაქტი, კუნძულებზე, სამხრეთ ამერიკაში და ა.შ გადაღებულ ფილმებში, ხშირად არის ნაჩვენები მკვიდრი მოსახლეობის ტურისტების მიმართ მტრული განწყობა, მოყვანილია მაგალითები მათი გატაცების, სასტიკი წამების და ა.შ. და ასეთ ფილმებშიც ნახსენებია, რომ იგი რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით არის გადაღებული. მკითხველი ალბათ ხვდება, რომ საუბარი არ მაქვს ისეთ “საშინელებათა” ფილმებზე, სადაც ტურისტს თავს 9 თავიანი ადამიანი ესხმის🙂 . მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ მსგავსი ფილმების შემდეგ, რომლებიც ნახევრად დოკუმენტურია და თან მოგზაურობის თემაზე, უშლის თუ არა ეს ხელს ტურიზმის განვითარებას? ანუ ასეთ ადგილებში მსგავსი ფილმების შემდეგ შეიმჩნევა თუ არა ტურისტების ნაკლებობა? ნამდვილად მეტყობა, გუშინდელმა ფილმმა აშკარად მძიმედ იმოქმედა ჩემზე…ეს კითხვა საკუთარ თავსაც დავუსვი და პასუხი შემდეგი აღმოჩნდა,   კონკრეტულად ჩემს მაგალითზე ნამდვილად არ ვაპირებ უარის თქმას ბრაზილიაში მოგზაურობაზე, თუნდაც საშინლად მაწამონ, ისე როგორც ზემოთ ხსენებულ ფილმებში აწამებენ ხოლმე 🙂 …

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: