“And The Oscars go TO…”- ამერიკის კონოაკადემიის 83-ე დაჯილდოვება…

1929 წლიდან პრემია, “ოსკარი” გადაეცემა ყოველწლიურად აშშ-ში გამოსულ საუკეთესო ფილმებსა და სხვადასხვა კატეგორიაში მოღვაწე კინოხელოვანებს. ცერემონია ორგანიზებულია პროფესიოული ასოციაციის მიერ, რომლის სახელწოდებაა “Academy of Motion Picture Arts and Sciences” (კინემატოგრაფიულ ხელოვნებათა და მეცნიერებათა აკადემია). ქანდაკებამ, რომელსაც ცერემონიალზე გადასცემენ, სახელწოდება მიიღო აკადემიის ერთ-ერთი წევრის, მარგარეტ ჰერიკისაგან, რომელმაც მიიჩნია, რომ იგი ძალიან ჰგავდა ბიძამის ოსკარს. ქანდაკება გაკეთებულია ბრიტანიუმისაგან და მოოქროვილია. მისი დიზაინერია სედრიკ გიბონი.

ერთი ფილმის მიერ აღებული ოსკარების ყველაზე დიდი რაოდენობაა 11. ეს რეკორდი სამმა ფილმმა მოხსნა:

1)ბენ-ჰური 1959;

2)ტიტანიკი 1997;

3)ბეჭდების მბრძანებელი 2006


წელს “ოსკარების” 83-ე დაჯილდოვება ჩატარდა. წითელი ხალიჩა,

ვარსკვლავების თვალის მომჭრელი კაბები, ვარცხნილობა, მაკიაჟი, სამკაული და ღიმილი, რაც დაჯილდოვების ერთ-ერთი უმთავრესი შემადგენელი ნაწილია. მართალია უმრავლესობა მსახიობებისა კრიტიკის ქარცეცხლში ეხვევიან და უგემოვნოდ ჩაცმულის იარლიყსაც ირტყამენ, თუმცა მიუხედავად ამისა “ოსკარების” ცერემონია ნამდვილად შეუდარებელი, დახვეწილი და პროფესიულ დონეზე დადგმული დაჯილდოვებაა. ფრაზები “and the oscars go to” და “and the winner is”  ის ჯადოსნური სიტყვების ერთობლიობა გახლავთ, რაც აღაფრთოვანებს ყველას, განურჩევლად იმისა ნომინანტია, აკადემიის წევრი, დაჯილდოვების წამყვანი თუ უბრალოდ მაყურებელი. ხოლო რაც შეეხება, “ოსკაროსნებს” მათი განცდები სცენაზე ასვლისას და ე.წ. სიტყვით გამოსვლისას, უკვე ყველასთვის ცხადია. ცრემლი, გაოცება, შოკი, ინგლისური თავდაჭერილობა, იუმორის შესანიშნავი შეგრძნება, მომაბეზრებელად გაგარძელებული სიტყვა და ა.შ. იმ განცდათა კორიანტელი გახლავთ, რაც წლევანდელ დაჯილდოვებაზე შეიმჩნეოდა. წამყვანები James Franco და  Anne Hathaway საკმაოდ კარგად უძღვებოდნენ დაკისრებულ მისიას, განსაკუთრებით მინდა ავღნიშნო Anne Hathaway-ის მონდომება, არანაირი ხელოვნურობა და დახვეწილი კაბები, რაც საღამოს, ერთ დიდ პლიუს სძენდა.

ამერიკის 83-ე კინოაკადემიის დაჯილდოვებამ ბევრის მოლოდინი დააკმაყოფილა და  ბევრსაც  იმედები  გაუცრუა. ფაქტი ერთია, “ოსკარები” კონკრეტულ ადამიენაბს უკვე გადაეცათ კონკრეტული მიღწევების, ნამუშევრებისა და დამსახურების მიხედვით.

2010 წლის საუკეთესო ფილმი – “THE KING’S SPEACH”

2010 წლის საუკეთესო მამაკაცი მსახიობი- Colin Firth

2010  წლის საუკეთესო ქალი მსახიობი – Natalie Portman

2010  წლის საუკეთესო რეჟისორი- Tom Hooper

2010  წლის საუკეთესო მეორე ხარისხოვანი ქალი მსახიობი- Melissa Leo

2010 წლის საუკეთესი მეორეხარისხოვანი კაცი მსახიობი- Christian Bale

2010 წლის საუკეთესო ორიგინალური სცენარი- “THE KING’S SPEACH”

2010 წლის საუკეთესო ადაპტირებული სცენარი- “THE SOCIAL NETWORK”

2010 წლის საუკეთესო ანიმაციური ფილმი-“TOY STORY 3”

2010 წლის საუკეთესო უცხო ენოვანი ფილმი-“IN A BETTER WORLD”

2010 წლის საუკეთესო გრიმი -“THE WOLFMAN”

2010 წლის საუკეთესო  კოსტუმების დიზაინი-“ALICE IN WONDERLAND”

2010 წლის საუკეთესო მონტაჟი – “THE SOCIAL NETWORK”

2010 წლის საუკეთესო ვიზუალური ეფექტები-“INCEPTION”

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: