საგაზაფხულო აქცია “მძღოლი” ქალებისთვის “ჯიპიაი ჰოლდინგისაგან”…

გაზაფხულზე მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს 2-ჯერ “უმართლებს”. დედის დღე და ქალთა დღე, ის ე.წ. ღირსშესანიშნავი თარიღები გახლავთ, როდესაც ქალებს განსაკუთრებულ სიურპრიზებს უწყობენ. წელს, 1 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით სადაზღვევო კომპანია “ჯი პი აი ჰოლდინგი” ქალბატონებისათვის სპეციალურ საგაზაფხულო აქციას იწყებს, როგორც გავრცელებული ინფორმაცია იუწყება, “კომპანიამ მძღოლ ქალბატონებს ავტომობილის დაზღვევის ექსკლუზიური პირობები შესთავაზა. თინათინ სტამბოლიშვილი, სადაზღვევო კომპანია “ჯი პი აი ჰოლდინგის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი: “გაზაფხულის პირველ თვეს ორი დღესასწაული ეძღვნება ქალებს. ჩვენც გვინდოდა ერთგვარი სიურპრიზი გაგვეკეთებინა ქალბატონებისთვის და შეგვეთავაზებინა სრულიად განსხვავებული პირობები. მთელი მარტის განმავლობაში მხოლოდ ქალებისთვის გვაქვს განსაკუთრებული ტარიფი – ავტოდაზღვევის სრული პაკეტი 3.5%-ად, ხოლო ნაწილობრივი დაფარვის პაკეტი: 2.5%-ად. ცხადია, აქცია მოიცავს ასევე საჩუქარსაც – ყველა ქალბატონს, რომელიც ავტოდაზღვევას შეიძენს, საჩუქრად გადავცემთ ასევე პასუხისმგებლობის პოლისს – 5,000 ლარის ლიმიტით”.

ავტომანქანის მფლობელ ბევრ ქალბატონს ნამდვილად გაახარებს მსგავსი აქცია, ხოლო იმ ქალბატონებს ვისაც ავტომობილი არ აქვს, მათთვის სხვა კომპანიები იზრუნებენ 3 მარტისა და 8 მარტის მისალოცად.

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: