ირაკლი ალასანია, სოციალური პრობლემები და საგაზაფხულო აქციები…

დღეს 1 მარტია, გაზაფხულმა უკვე შემოაბიჯა, “ფორმალურად” მაინც. მოსახლეობის უდიდეს ნაწილს უამრავი პრობლემა გააჩნია, ეს გახლავთ გაზრდილი სასურსათი ტარიფები, გაძვირებული საწვავი, უმუშევრობა, იმედგაცრუება და კიდევ სხვა სოციალური პრობლემები, რაც დღემდე გადაუჭრელია. როგორც მრავალჯერ ავღნიშნეთ “შერცხვენილი” ოპოზიცია ძალების მოკრებას გაზაფხულისთვის გეგმავდა და წელიწადის ეს დროც დადგა. მახსოვს ბავშვობაში ბუნების გაკვეთილზე გაზაფხულზე საუბარს შემდეგნაირად ვიწყებდით, “…წელიწადის ის დრო გახლავთ, როდესაც მიძინებული ბუნება გამოცოცხლებას იწყებს, ცხოველები ბუნაგებიდან გამოდიან, ხოლო ფრინველები თბილი ქვეყნებიდან თავიანთ ქვეყანას უბრუნდებიან…”

გავრცელებული ინფორმაციით, “თავისუფალი დემოკრატების ლიდერი, ირაკლი ალასანია დარწმუნებულია, რომ უახლოეს მომავალში კონკრეტული სოციალური პრობლემების გადაჭრის მოთხოვნით ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები დაიწყება.
“სოციალური მდგომარეობა ყოველდღიურად იმდენად მძიმდება, კონკრეტულ საკითხებზე პროტესტი იმდენად იზრდება, რომ ჩვენი ვალია ჩავატაროთ აქციები, რათა ხელისუფლება ვაიძულოთ შეცვალოს აბსოლუტურად გაუაზრებელი პოლიტიკა სოფლის მეურნეობაში, ეკონომიკაში, ბიზნესის განვითარებისა და მართლმსაჯულების კუთხით”, – აცხადებს ალასანია გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში.”

საზოგადოების გარკვეული ნაწილი კი, ამასთან დაკავშირებით შემდეგს ფიქრობს:

“მთლიანად ვიზიარებ ალასანიას მოსაზრებებს. ამ ხელისუფლების სოციალური პოლიტიკა და დამოკიდებულება ხალხისადმი აშკარად აჩვენებს ნაციონალების დეგრადაციას. ხალხის გამწარება რეფორმა არაა, ჩამოკიდო პლაკატი “ნომერ პირველი რეფორმატორი”, გაფლანგო მილიონები გაუგებარ კონცერტებში და ვერაფრით ვერ დაამუხრუჭო ფასების ზებუნებრივი ზრდა”

“ირაკლი ალასანიას კი ვეტყვი, რომ რეჟიმია ირაკლი რეჟიმი და ვერაფერს ვეღარ შეცვლიან რომც უნდოდეთ. ერთ წელიწადში იქნება, ხუთში თუ ოცში მუბარაკისავით დაამთავრებენ მაინც კარგ ვარიანტში, სხვანაირად არც წავლენ და არც არაფერი შეიცვლება და შენ გინდა სოფლის მეურნეობა ეძახე და გინდა მართლმსაჯულება”

“მუბარაქივით დასრულებაზე  საშიში ქვეყნისთვის არაფერი არა. ისე კი მეც მცემს ეგ სუნი ,მაგრამ ქვეყანა მეცოდება . მიშა რომ არ შემეცოდება, კი ვიცი”

“ეს რომ ლიდერი იქნება იმ აქციას შედეგი 0 ექნება”

“მაგი გამოფხიზლდეს და რამე ჩაატაროს და მივალ აბა რას ვიზამ”

“აქტიურობდა 10, შეხვედრაზე მოვიდა 4!!!
ალასა არ მიმაჩნია მოაქციე ფიგურად, ძალიან ჭკვიანია, პროფესიონალი დიპლომატია, მაგრამ პოლიტიკოსობამდე უნდა გაიზარდოს ჯერ. თან ვერ წარმომიდგენია ირაკლისგან გადადექი შე ფარჩაკო-ს ძახილი”

 

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: