ნარკოტიკის ლეგალიზაციის ხელისშემწყობები და მტრები…

ბოლო დროს ხშირად გაიგონებდით მოსაზრებებს საქართველოში ნარკოტიკის ლეგალიზაციის შესახებ. კონკრეტულად კი, მარიხუანას ლეგალიზებაზე მიმდინარეობდა მსჯელობა. “გასასამართლებელი” მიზეზი კი, ტურისტების მოზიდვა ანუ ტურიზმის განვითარება იყო. ამ საკითხთან დაკავშირებით კი, კომპეტენტურ პიროვნებებს სხვა შეხედულება გააჩნიათ, “პრესა-ჯი”-ს პროფესორი, ნარკოლოგი, გელა ლეჟავა ესაუბრა:

“– ბატონო გელა, არსებობს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ნარკოტიკების ლეგალიზებას მოითხოვენ, თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს?

– ვინმემ რომ თქვას, მოვახდინოთ ქურდობის ლეგალიზება, ჩემთვის ეს ერთიდაიგივეა, მხოლოდ განსხვავება ის არის, რომ ქურდის გამოსწორება შეიძლება, ნარკომანის არა.

– ნარკოტიკების ლეგალიზებამ, რა უარყოფითი შედეგები შეიძლება მოუტანოს ქვეყანას?

– პიროვნება, რომელიც, იღებს ნარკოტიკს, გარკვეული ხნის შემდეგ ხდება ადამინი, რომელსაც ამ ნარკოტიკის მეტი არაფერი აინტერესებს, არც ცოლი, არც მშობლები, არც შვილი. თუ აქვს ნარკოტიკი არის ბედნიერი, ეს ადამიანი არის დეზადაპტირებული. ფაქტობრივად, მისი ცხოვრება ჰგავს ფსიქიურად ავადმყოფის ყოფას.

– საუბარია კანაფის ლეგალიზებაზე, რა უარყოფითი შედეგები აქვს ამ ნარკოტიკს?

– ამერიკელი მეცნიერების მიერ დადგინდა, თუ ადამიანმა მოსწია მარიხუანა. მეორე დღეს, მისი აღქმის უნარი სამჯერ კლებულობს.”

კულუარებში საზოგადოების ნაწილი ამ ფაქტს შემდეგნაირად აღიქვამს:

“ბ კლასის ნარკოტიკების კი, ა კლასის მძიმე ნარკოტიკების არა.”

“ეს კაცი ვინაა არ ვიცი, მაგრამ საბჭოთა პროფესორის შთაბეჭდილებას ტოვებს მისი ნაწერი……”

“ლსდ-ს ნამდვილად არ აქვს ალკოჰოლზე ნაკლები დამოკიდებულების და დაზიანების დონე.
გუშინ 2 ლიტრი ღვინო დავლიე, დღეს ვმუშაობ, აბა 2 კილო ლსდ მიმეღო”

“მე არ ვარ მომხრე ლეგალიზების.
და არც ეს დაყოფა მომწონს – მსბუქს რომ უწოდებენ ზოგიერთს. არ არსებობს მსუბუქი ნარკოტიკი. ნარკოტიკი – ნარკოტიკია!!!”

“რამდენ ადამიანს ვიცნობ ვინც პლანს ეწევა და ზემოთ ნახსენებ სიმპტომებთან ახლოსაც კი არ არის… ეხლა ეგ ექიმი თუ იმას გულისხმობს რომ ვინმე გაგიჟდა და 24 საათი პლანს ეწევა ეგ სხვა საქმეა”

“ნარკოტიკი და სიგარეტი ვნებს იმ ადამიანის ჯანმრთელობას, ვინც მოიხმარს, ხომ ასეა?
რატომ ვაძლევთ თავს უფლებას ავუკრძალოთ ვინმეს? სხეული მათია და რასაც უნდა იმას უზამენ.”

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: