გამბედაობა მხოლოდ სამარშუტო ტაქსის მძღოლებს აღმოაჩნდათ…

დღის აქტუალურ თემას სამარშუტო ტაქსების მძღოლების საპროტესტო აქცია წარმოადგენს. ეს ის ადამიანები გახლავთ, რომლებიც კონკრეტული მიზნით და საპროტესტო განწყობით შეიკრიბნენ და დღესაც აგრძელებენ ამ აქციას.  მიზეზს სამარშუტო ტაქსებზე გამოცხადებული ტენდერის შედეგად, მძღოლებისთვის გადასახადის გაზრდა წარმოადგენდა. ტენდერის შედეგად კი, ბევრ მძღოლს სამსახურის დაკარგვის პერსპექტივაც ემუქრებოდა. მართალია, ამ საკითხთან დაკავშირებით მერია, აცხადებს, რომ ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეეფერება, თუმცა აქცია ჩატარდა და დღესაც მიმდინარეობს.  ისიც აღსანიშნავია, რომ ის სამარშუტო ტაქსები, რაც დღესდღეისობით თბილისში მოძრაობს, ნამდვილად შესაცვლელია, უმრავლესობა საშინლად გაუმართავია და კიდევ ერთი, მთავარი პრობლემა, რაც მძღოლებს ახასიათებთ, ისედაც სავალალო მდგომარების მარშუტკების მგზავრებით გატენვა. ეს  პრობლემა კი ალბათ, ისევ და ისევ ჯარიმის დანიშვნით თუ მოგვარდება, რადგან  მძღოლების ეს საშინელი “სენი” დღემდე მოუგვარებელია. ყველა ადამიანს აქვს უფლება, საპროტესტო აქციის ცივილური ფორმით ჩატარების, მათ შორის მარშუტკის მძღოლებს.  საკითხავი კი ის არის, რამდენად გააგრძელებენ ამ აქციის ჩატარებას კონკრეტული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად და რამდენად არ გახდებიან ე.წ. ოპოზიციური ლიდერებისთვის,  “მარიონეტები”, რათა კვლავ გამოიყვანონ ხალხი მორიგი იმედგაცრუების და უნდობლობის მისაღებად, მხოლოდ იმიტომ, რომ “მიშა გადადექი” ან “გაუმარჯოს” მრავალხმიანი შეძახილებით აამღერონ

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: