რატომ კლავენ დედები შვილებს?

დედა, რომელიც 9 თვის მანძილეზე საკუთარ შვილს მუცლით ატარებს, რომელიც 9 თვის განმავლობაში ახალ სიცოცხლეს  საკუთარ სხეულში გრძნობს, ე.წ. დედის ინსტიქტი, თითოეული ბავშვის მოძრაობის  შეგრძნება, ამ ყველაფრის შემდეგ კი,  დედობის უღირსი კანდიდატი ახალშობილს ან ნაგავსაყრელზე, ან სადარბაზოში ან კიდევ ქუჩაში სასიკვდილოდ იმეტებს,  ჩემი აზრით, მან,  “დედამ” ცხოვრება უბრალოდ უნდა “შეწყვიტოს”. მშობელი, რომელიც შვილს ცემით მოკლავს, მშობელი რომელიც დაუშვებს, რომ დედინაცვალმა თუ მამინაცვალმა, ბავში სასტიკად ცემოს, სიცოცხლის ღირსი არ არის, ან რა აზრი აქვთ მათ ცხოვრებას, პრინციპში არც არანაირი. მაგრამ ისინი აგრძელებენ ცხოვრებას… ჩემთვის, ჩვეულებრივი ადამიანისთვის გაუგებარია, თუ არ მინდა ბავშვი, როგორ შეიძლება ვატარო 9 თვე მუცლით, ან თუ არ “ვიშორებ” ნაყოფს და მაინც გადაწყვეტილი მაქვს, რომ არ ვაღიარო შვილად, რატომ ვკლავ? ნუთუ საზოგადოება იმდენად გაუნათლებელია, რომ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებზე წარმოდგენა არ აქვს. ნამდვილად საჭიროა, საზოგადოების ინფორმაციით კვება, თუნდაც სკოლებში, იმის მისაღწევად, რომ ჩვილები ნაგავში არ გადაყარონ. დაიცვან თავი სექსუალური აქტის დროს, თუ არ აპირებენ მშობლის პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას. სკოლის მოსწავლეებს ამის შესახებ უნდა ჩაუტარდეთ გაკვეთილები, რადგან ეს ის ასაკია, როცა  სექსზე ინფორმაცია, მათთვის აუცილებელია.  პრეზერვატივი, ჩასახვის საწინააღმდეგო აბები და კიდევ სხვა გავრცელებული საშუალებები “ცოდვის იარაღს” არ წარმოადგენს და სექსი არ არის “ეშმაკის” საქმე. მხოლოდ საჭირო ინფორმაცია და განათლება დაეხმარება იმ ბნელ და მართლაც ცოდვილ საზოგადოებას, სადაც აი ასე იქცევიან:

“ანჯაფარიძის ქუჩაზე გარდაცვლილი ჩვილის პოვნის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 112-ე მუხლით არის აღძრული, რაც დედის მიერ ჩვილის განსაცდელში მიტოვებას ითვალისიწინებს. ახალდაბადებული ბავშვის გვამი წუხელ ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე, მშენებარე საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს. ჩვილს ქუჩაში მყოფმა ბავშვებმა შემთხვევით მიაგნეს. სავარაუდოდ, გვამი ამ ადგილას დაახლოებით ორი კვირით ადრე დატოვეს. არ გამოირიცხება ისიც, რომ ბავშვი გადაგდების დროს ცოცხალი ყოფილიყო.”

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: