პოლიტიზირებული საზოგადოება მოეშვა და სექსზე გადაერთო…

ადრე თუ ხალხი, მხოლოდ პოლიტიკაზე საუბრობდა და ამ თემის გარშემო ტრიალებდა, დღეს საზოგადოება უკვე დიდ ინტერესს სექსისადმი იჩენს. მართალია სექსი პოლიტიკას ჩვენთან ჩრდილს მაინც ვერ აყენებს, თუმცა ხალხის აქტუალობა მის გარშემო საგრძნობლად შეიმჩნევა. გაზეთი “ნიუ იორკ თაიმსისიც” კი სტატიას უძღვნის ქართულ სექს კულტურას. ლაპარაკი ლაპარაკის დონეზე რჩება, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ბლოგები, წიგნიც კი ამ თემის გარშემო იქმენბა, კონკრეტული “ძვრები” მაინც არ შეიმჩნევა, რადგან სექსუალურ რევოლუციას მხოლოდ “შორენიზაცია” ეწოდება, ეს უკანასკნელი კი რა კავშირშია სექს კულტურასთან არავინ  იცის. საქართველოში გადაცემა სექსის შესახებაც კი ვერ ამართლებს, ანუ ტაბუ მაინც მოქმედებს. აქედან გამომდინარე, ხალხიც ამ თემას მხოლოდ საჭორაოდ იყენებს. შიგადაშიგ დისკუსიებიც იმართება, რაც შემდეგ სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ  იგმობა და ბოლოს, ერთი “დიდი” სკანდალით მთავრდება. ალბათ მსგავსი გზების გავლაა საჭირო იმისათვის, რომ საქართველოში თუნდაც “ქალიშვილობის ინსტიტუტის”,  არსებობამ აქტუალობა დაკარგოს და სექსზე საუბარი უზნეობად და ცოდვად აღარ ითვლებოდეს. 21-ე საუკუნეში უკვე დროა ამ თემაზე პირზე ხელის აფარებით საუბარია,  ცუდ ტონად ჩაითვალოს და რაც მთავარია  ლამაზი ქალი, თავისუფალი აზროვნების მქონე ადამიანები “შორენებად” აღარ აღიქმებოდეს. სექსის თემას უაზრო, ენის მოსაფხანი და მხოლოდ ორ სიტყვიანი შეფასებები, როგორიც არის “ბოზობა” და “ცოდვა” აღარ უნდა მივცეთ, მხოლოდ ამ შემთხვევაში დარეგულირდება ის “სავალალო” სიტუაცია, რაც დღეს საქართველოშია.

“როდესაც კონსერვატიულ საქართველოში სექსუალურ მორალს არად აგდებ – სტატიას ასეთი სათაურით New York Times აქვეყნებს. ჟურნალისტი ელენ ბარი ვრცელ წერილში საქართველოში “მიხეილ სააკაშვილის მთავრობის მიერ წამოწყებული პროდასავლურ გარდაქმნასა და ღრმა, კონსერვატიული კულტურას” შორის დაპირისპირებას მიმოიხილავს.
მსახიობ შორენა ბეგაშვილთან დაკავშირებით ბარი აღნიშნავს, რომ ტრადიციები ეჭვქვეშ დგება, განსაკუთრებით დედაქალაქში, რომელიც კატეგორიულად შემობრუნდა დასავლეთისკენ.”

http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb…arad-agdeb.html

    • კახა
    • March 22nd, 2011

    ბოდიში, მაგრამ ტელეგონიის ფენომენის შესახებ გაგიგიათ? შეგიძლიათ ნახოთ შემდეგი დოკუმენტური ფილიმი მამაკაცის კოდი შემდეგ მისამართზე:
    http://rutube.ru/tracks/2031000.html?v=5f984a3a7ec9d8f091fee93ff516a7b8

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: