“კახი კალაძემ სამოთხეში ბილეთი დაჯავშნა…”

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, კახი კალაძემ დაღუპული ძმის ლევან კალაძის სახელზე ეკლესია, სამტრედიის სოფელ ნაბაკევში ააგო. ტაძრის მშენებლობა 4 წელი მიმდინარეობდა, “ძალიან გახარებული ვარ, რომ 4-წლიანი თავდაუზოგავი შრომა დასრულდა და მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო ულამაზესი ტაძრის მშენებლობაში, სასურველია, რომ ჩვენი ქვეყნის ყველა ქალაქის ბევრ ქუჩას მივეყვანეთ ტაძრამდე”, – აღნიშნა კახი კალაძემ. ყველა ინდივიდს აქვს საკუთარი ნების გამოხატვის უფლება. შეუძლია გააკეთოს ის, რაც მას სურს. თანხა, შრომა, გონებრივი თუ ფიზიკური შესაძლებლობები გამოიყენოს ისე, როგორც თავად მიიჩნევს სწორად. ხალხი კი რის ხალხია, რომ ყოველივეზე, რასაც სხვა “სჩადის” საკუთარი მოსაზრებები, შენიშვნები არ გააჩნდეს და სხვების კრიტიკის ქარცეცხლში გატარება არ დაისახოს მიზნად. რამდენი ადამიანიც არის იმდენი აზრია. სხვისი კრიტიკა, ხშირად საკუთარი “უძალობის” გამოხატულება ხდება, ანუ რასაც ჩვენ ვერ ვაკეთებთ და სხვა აკეთებს, ისღა დაგვრჩენია ვაკრიტიკოთ და ამით “ვურჩიოთ” იმის კეთება, რასაც სწორად მხოლოდ ჩვენ მივიჩნევთ. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ასე მოხდა. ბევრისთვის კალაძის მიერ ეკლესიის აგება, სამოთხეში “ბილეთის დაჯავშნის”  სიმბოლოს წარმოადგენს, კულუარებში იმაზეც საუბრობენ, რომ ეკლესიის აგებას დევნილებისთვის თავშესაფრის აშენება აჯობებდა, თუმცა დევნილების თემა საზოგადოებაში აქტუალური და “პოპულარული” სულ ახლახანს გახდა, ეკლესიის მშენებლობა კი 4 წლის უკან დაიწყო. ფაქტი ერთია, ეკლესიამ დასრულებული სახე მიიღო, ხოლო რაც შეეხება ხალხს, ისინი ამ თემაზე “მსჯელობას” ალბათ კიდევ გააგრძელებენ, რადგან თემა, ჯერჯერობით  აქტუალური და “მრავლისმთქმელია”.

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: