“მალე ბერლუსკონის სასამართლო პროცესს ვიხილავთ იტალიაში. ჩვენთან ასეთი რამ წარმოგიდგენიათ?”

აქ ყველაფერზე საუბრობენ, ყველაფერზე წერენ, ერთმანეთს ბრალს სხვადასხვა დანაშაულში სდებენ,  ჭორაობენ, მაგრამ რაც შეეხება სასამართლოს, გამოძიებას და შესაბამისი კანონიერი ზომების მიღებას, ეს არც თუ პოპულარულია. ჟურნალისტის მკვლელობა, მინისტრის “მკვლელობა”, ქრთამის აღება და ა.შ, ყველაფერი ეს, მიჩქმალული და ტაბუ დადებული გახლავთ.

ამ საკითხთან დაკავშირებით ხალხი კი შემდეგს ფიქრობს:

“პანჩოს აქვს ერთი კარგი სიმღერა სახელად ‘ასი წლის შემდეგ’ ”

“ისე საინტერესოა გავიგოთ სტატისტიკა როდესაც ევროსასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ იხილება საქმეები, რა სიხშირით მტყუნდება სახელმწიფო?”

“უბრალოდ არ მესმის ამ ხალხს რისი იმედი აქვს… და იმდენსაც ვერ ხვდება, რომ პატრულის რეფორმის ფასი არის 0, როდესაც არ არსებობს სასამართლო, პატრულის შემდგომი ინსტანცია”

ბოლოს კი: “ციხეში გარდაცვლილი ზურაბ ცინცაბაძის ოჯახისთვის ქართულ მხარეს 15 ათასი ევროს გადახდა მოუწევს
თბილისი 15:58 – 16.02.11 “ჯი-ეიჩ-ენი”

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ ციხეში გარდაცვლილი ზურაბ ცინცაბაძის საქმესთან დაკავშირებით გამოტანილი გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს 15 ათასი ევროს გადახდა დაეკისრა. ეს თანხა ქართულმა მხარემ განმცხადებლის – ზურაბ ცინცაბაძის დედას უნდა გადაუხადოს. ევროპის სასამართლოში განმცხადებლის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი (EHRAC) წარადგენდნენ.”

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: