“ეგვიპტის შემხედვარე “ქართულ პარტიას” ძარღვებში სისხლი აუჩქეფდათ…”

ოპოზიცია, რომ ნელ-ნელა გამოფხიზლებას იწყებს, ამის შესახებ უკვე ბევრი ვისაუბრეთ. მართალია საბრძოლო სტრატეგიას ჯერჯერობით ცალ-ცალკე სახავენ, თუმცა თუ ქვეყანას დაჭირდება  “გაერთიანდებიან” კიდეც. გაზაფხულზე სხვადასხვა ოპოზიციური პარტიებისგან სერიოზულ “შეტევას” უნდა ველოდოთ. ქვეყნისთვის თუ სასიკეთოს ვერაფერს  გააკეთებენ, საზოგადოება იმ იმედს მაინც იტოვებს, რომ ერთმანეთს  არაფერს “დაუშავებენ”. ქართული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი კი აღნიშნავს, რომ “თუ საჭირო გახდება ისე მოიქცევა, როგორც ეგვიპტელი და ტუნისელი ხალხი მოიქცა”. ასეთ ღია განცხადებას აკეთებს ბატონი სუბარი, სადაც ხალხის თავგანწირვას თავის თავზე იღებს. თუ რატომ საუბრობს გადატრიალების მომწყობი “ლიდერი” ხალხის სახელით, ეს ჯერ კიდევ გაურკვეველია.  საზოგადოების გარკვეული ნაწილი კი, ამის შესახებ შემდეგს ფიქრობს:

“მოკლედ ამ ოპოზიციას… ხელშემწყობი ფაქტორები არ აკლია მაგრამ ვერ იყენებენ რა…
ოქრუაშვილი პრეზიდენტა? ვაი ჩვენს პატრონს”

“დაიწყონ და დაამთავრონ მაშინ”

“ან დამწყებს ვის ხედავ, ან დამამთავრებელს, ერთი ნაგავია ყველა!”

“ყოველ გაზაფხულზე იწყებენ, მერე კრახით ასრულებენ და შემოდგომაზე თავიდან იწყებენ, ისევ კრახი და ისევ გაზაფხული. ამ ხალხმაც ვერ ისწავლა ჭკუა რა. ბატებივით დაყვებიან!!!”

“300 “გრუზინ ტრუპს” შორის, რაც აქ ეგვიპტის განმეორებას ჭირდება, მზად ხართ ერთერთი თქვენც იყოთ”

“ეს ქეციანი ოპოზიცია რისი მაქნის-გამკეთებელია? რომელი შეუშვერს თავს (ტანსაც) რეზინის ხელკეტს?? არეულობის დროს ლიდერები სახლში კურდღლებივით გაიქცნენ და უბრალო ხალხს მოხვდა მათრახი. ასე მოხდება ახლაც. ლიდერები – სახლში ან შავნაბადის რეზიდენციაში სამათხოვროდ წავლენ და წარმოდგენაც გადაიწევს შემოდგომამდეეეე”

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: