2010 წელს დაღუპულ ჟურნალისტთა ანგარიში…

მედიის წარმომადგენლებისთვის არჩეული პროფესია, ხშირად  გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული და მათი საქმიანობაც, “სასიკვდილო მნიშვნელობის” ხდება. მოპოვებული მასალები, რომელთა გამოქვეყნება და საზოგადოებისათვის გაცნობა ფატალური შედეგებით მთავრდება. ექსკლუზივის ძიების დროს, ჟურნალისტებს საკუთარი სიცოცხლის გაწირვაც კი უწევთ, თუმცა ადრენალინი, იყო პირველი შენს საქმიანობაში, იმდენად დიდი დოზით გამოიყოფა, ამ  დროს მზად ხარ თავი გაწირო. ფაქტია, რომ განხორციელებული ზეწოლა მედიის წარმომადგენლების მიმართ, ყოველგვარ სამართლებრივ ჩარჩოებს სცდება, რის გამოც იმ შედეგებამდე მივდივართ, რასაც გავრცელებული ინფორმაციით ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია (IFJ) 2010 წელს მოკლულ ჟურნალისტებისა და მედია მუშაკების შესახებ ანგარიშში წერს: “ანგარიშის თანახმად, გასულ წელს მედიის წარმომადგენელთა მკვლელობის 94 შემთხვევა დაფიქსირდა. ეს არის დანაკლისისა და ტრაგიკული შემთხვევების აღნუსხვის მწვავე მაგალითი, რომელიც 1990 წლის შემდეგ ჩვენი კოლეგების 2 ათას 271 სიკვდილის შემთხვევას მოითვლის, მათ შორისაა, 2010 წელს დაღუპული 97 მედია მუშაკი. ეს ციფრები ცხადყოფს, რომ იმ ხანაში, როცა მედია უფრო ძლევამოსილია, ვიდრე ოდესმე და როცა ხალხს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ყველაზე მეტი წყარო გააჩნია, ჟურნალისტები, რომელთაც სიმართლის თქმა სურთ, მზარდი რისკის წინაშე დგანან,”-აღნიშნულია ანგარიშში.
მედია უსაფრთხოების თვალსაზრისით, ყველაზე ცუდი შედეგი (16 დაღუპული) პაკისტანმა აჩვენა მას მოყვება მექსიკა და ჰონდურასი (10-10 დაღუპული).
2010 წელს, 2009 წლის მონაცემთან შედარებით, (139 მსხვერპლი) მედია მუშაკების სიკვდილიანობის შემცირება აღინიშნება”. ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია აგრეთვე აღნიშნავს, რომ ის ფაქტები, სადაც აღნიშნულია მედიის წარმომადგენლებზე ზეწოლა, დანაშაულად ითვლება და სახელმწიფო ვალდებულია სიტყვის თავისუფლებისა და ჟურნალისტების დასაცავად ქმედითუნარიანი ღონისძიებები გაატაროს.

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: