“ესეც ჩვენი მოგებული ომი…”

ვახტანგ კომახიძის ფილმის “ესეც ჩვენი მოგებული ომი” პრეზენტაცია 14 თებერვალს ბათუმში შედგა. ფილმი 2008 წლის ომზეა დაფუძნებული და მისი დასრულება შვეიცარიაში მოხდა, სადაც ვახტანგ კომახიძე ამჯერად იმყოფება. როგორც ნეტგაზეთთან საუბარში ჟურნალისტმა და ფილმის რეჟისორმა აღნიშნა, “ფილმში გამოყენებული კადრები უდავოდ ძალიან მძიმეა, ისეთივე მძიმე, როგორიც სააკაშვილის გამოსვლა ომის შემდეგ პარლამენტის შენობის წინ ან პრეზიდენტის გაქცევა გორში, მაგრამ მედიამ ეს აჩვენა. მე ვფიქრობ, ეს მედიის სწორი გადაწყვეტილება იყო. მე მგონი, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, როგორ გამოიყურება სინამდვილეში „მოგებული ომი“.” აგრეთვე ფილმთან დაკავშირებით ის აღნიშნავს, რომ “ცხინვალიდან რომ გამოვედი, ჯერ კიდევ მაშინ შემრაცხეს КГБ-ს აგენტად. საერთოდ, ასეთი შერაცხვები მხოლოდ დისკრედიტაციის სურვილი კი არაა, გარკვეული პრევენციაა ხელისუფლების მხრიდან, რომ მსგავსი იარლიყის საფრთხის გამო ადამიანებმა თავი შეიკავონ „არასასიამოვნო“ აზრების გამოხატვისგან. ყოველთვის ასე იყო, აბა, მშიდობის მტრედად ხომ არ შეგრაცხავენ?! საერთოდ, საზოგადოების პრობლემაა, როცა ასეთი შერაცხვები ეფექტურად მუშაობს!”  ვახტანგ კომახიძის ნამუშევართან დაკავშირებით საზოგადოებაში სხვადასხვა მოსაზრებები გაჩნდა:

“არ უყუროთ!!!
რა/ვის მიზანს ემსახურება ეს “ფილმი”?
“25-ე კადრში” ვისი ფოტოა ჩამონტაჟებული?
მართლაც რომ ფურთხის ღირსია ავტორი.
ჩამომხრჩვალის სახლში თოკზე არ საუბრობენ”

“მივეჩვიოთ იმას, რომ ქართული გვარ-სახელი სულაც არ ნიშნავს ქართველობას”

“ძალიან დეზლურადაა გაკეთებული,აი ძალიან დეზლურად,აჩვენებს როგორ ვხოცავთ ოსებს,ჩვენ კი არავინ არ გვესვრის,არ გვბომბავს”

“კობახიძისნაირები უნდა გაუშვა სადმე ნესტიან საკანში სიცოცხლის ბოლომდე შავ პურზე და ამძაღებულ წყალზე ამყოფო”

“ეს ფილმი არის დეზინფორმაციის სახლმძღვანელო !!!
ძალიან ცალმხრივად , უსინდისოდ არის გაკეთებული …”

  1. მე არ მინახავს ეს ფილმი. დამაინტერესა

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: