ჩვენს გარშემო “გენიოსი” ბავშვები არიან…

ამ პოსტის დაწერა, ჩემს გარშემო იმ ბავშვებმა “მაიძულეს”, რომლებსაც ძალიან ხშირად ვუყურებთ და სათანადოდ, არც კი ვაკვირდებით. ბევრი ჩვენგანი, ვერც კი ხვდება, რომ გარშემო “გენიოსი” ბავშვები იზრდებიან. მათთან დაკავშირებით,  ბევრი აღსანიშნავი ფაქტია, თუმცა  ამ პოსტში  სულ რამდენიმე მაგალითს მოგიყვებით. პირველი ბავშვი, რომელმაც ჩემი გაოცება გამოიწვია, ერთი თვის უკან ვაკის პარკში ვნახე. დაახლოებით 4 წლის ბიჭი,  ვაკის პარკში მანქანას  “საოცარი სისწრაფითა” და სხავდასხვა “მანევრით” ატარებდა, მისი ეს ქმედება გარშემომყოფთათვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა,  ხალხი აღტაცებით უყურებდა და ყველა ალბათ, ერთსა და იმავეზე ფიქრობდა, რომ მისგან ნამდვილად უდაო მონაცემების რალისტი გამოვიდოდა. მეორე ბავშვი, რომელიც ყოველი ნახვის დროს მაოცებს, ჩემი მეგობრის დის შვილია, რომელიც სულ რაღაც 3 წლისაა, მაგრამ, ამ ბავშვის ერთი გამოხედვა ბევრად მეტს ნიშნავს და საზრიანია, ვიდრე გარშემო “კაცების” გამოხედვა. ბავშვი, რომელიც ჯერ კიდევ საკუთარ ენაზე საუბრობს, კომპიუტერთან ისეთი საქმიანი სახით ზის და თითოეულ მოძრაობას ისეთი გააზრებით აკეთებს, რომ ვხვდები, ერთადერთი განსხვავება ასაკია და სხვა მხრივ ე.წ. “გენიოსი” ბავშვები ბევრად “ჩამოყალიბებულები” არიან, ვიდრე ის “ვზროსლი კამანდა” , რომელთაც უემოციო სახე და გამომეტყველება, ბავშვობიდან მოყოლებული დღემდე გამოყოლილი აქვთ. გარდა იმისა, რომ თავის საქმიანობას სრული სერიოზულობით ეკიდება ჩემი მეგობრის დის შვილი, მას საოცარი მახსოვრობა და მოვლენების და ადამიანების, ერთმანეთთან დაკავშირების უნარი აქვს, რასაც ხანდახან მეც კი ვერ ვახერხებ. მესამე ბავშვი კი, რომელმაც დღეს “ყბა ჩამოვარდნილი” დამტოვა, 6 წლის გოგო იყო, რომელმაც სრულიად დამოუკიდებლად, ბანკომატთან ფულის გამოსატანი ოპერაციები განახორციელა და სულ რაღაც ბოლოს, ამ ყველაფერში კმაყოფილი მშობელი ჩაერია. ყოველივე ამის შემხედვარეს  იმდენად გაოცებული სახე მქონდა, რომ მათი ყურადღება მივიქციე, რაზეც მხოლოდ და მხოლოდ  გაეღიმათ.  მე მათით აღფრთოვანებული ვარ და ისინი ნამდვილად პატარა “გენიოსები” არიან. ის,  თუ რა იწვევს მათ ასეთ განვითარებას, ამაზე უკვე, შემდეგ პოსტში ვისაუბრებთ.

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: