“სიტყვის თავისუფლება…”

სიტყვის თავისუფლება იზღუდება, ჟურნალისტიკა დღეს საქართველოში არ არსებობს, მთავრობა ჟურნალისტის თავისუფალ აზროვნებას ზღუდავს და უამრავი მსგავსი ფრაზები გამიგია ჟურნალისტიკის შესახებ. თუმცა მინდა ავღნიშნო, რომ მთავრობის მხრიდან ამ ეტაპზე იმის შესახებ, რაზეც ვწერ არანაირი “ზეწოლა” არ მქონია, მაგრამ იმ ადამიანების მხრიდან, ვინც თავისუფალ აზროვნებასა და ჟურნალისტური არეალის ფართო შესაძლებლობაზე ხშირად მესაუბრებოდა და ამ ყველაფერს მასწავლიდა, საქმე საქმეზე როცა მივიდა, სიტყვის თავისუფლება სრულიად სხვა ასპექტით დამანახეს. ერთი უბრალო სტატია, სადაც პრობლემა იყო წამოჭრილი, შეურაცხმყოფელ და “ურთიერთობის დაძაბვის” საწინდარ სტატიად აღიქვეს. ვწერ იმას, რაც მაწუხებს, რაც პრობლემური და აქტუალურია, ამის შესახებ კი ახსნა-განმარტებების მიცემა მჭირდება. საკითხისადმი არა კომპეტენტური მიდგომა, ნამდვილად არ ნიშნავს ზოგადად პიროვნების არა პროფესიონალიზმს, უბრალოდ არის რაღაც სფეროები, სადაც “მაგარი” ვერ იქნები. დღეს ჩვენთან მიღებულია, რომ ყველა ყველაფერში კომპეტენტურად მივიჩნიოთ. 25 წლის ასაკში სხვადასხვა საკითხებში  ე.წ. “ექსპერტებიც”  კი ხდებიან, რაც სასაცილო თუ არა სატირალია. ეს ყველაფერი გამოწვეულია იმით, რომ საქართველოში ერთ, კონკრეტულ პროფესიაში პროფესიონალების სიმცირეა, რადგან ადამიანები თვლიან, რომ, თუ ყველაფერი გეცოდინება ბევრად მაგარი იქნები, მაგრამ ეს ხშირად ვერ ამართლებს. ვაკრიტიკებთ ყველას, მაგრამ კრიტიკა თავად საშინლად არ მოგვწონს. სწავლა-დარიგება გამოცდილი ადამიანების მხრიდან, ჩემთვის აუცილებელი და მისაღებია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩემს პროფესიაში რაღაცას ვწერ ან ვქმნი, რადგან მე ამ ყველაფერს, ჯერ კიდევ  ახლა ვიწყებ. პირველი ნაბიჯის გადაგმისას შეფასებები საკმაოდ ბევრი იყო, მხოლოდ ერთეულმა ადამიანებმა მოახერხეს დიალოგის აღმზრდელობითი ფორმით წარმართვა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი გარკვეულწილად არ მეთანხმებოდნენ და მათ საკუთარი აზრი გააჩნდათ. ზოგისთვის მთავარი კი, მხოლოდ საკუთარი გამოცდილების აფიშირება (რასაც მე დიდ პატივს ვცემ, მაგრამ არის სფერო სადაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე უფრო მეტი გამოცდილება მაქვს) აღმოჩნდა. საინტერესოა, როგორები იყვნენ ჩვენზე უფროსები ჩვენს ასაკში, ნუთუ გარშემო ყველაფერი მოსწონდათ? ფაქტია, რომ  იმ წლებს, როდესაც “ამბიციები” მათაც ჩვენსავით აწუხებდათ ხშირად ივიწყებენ და სწორედ ამიტომაც არიან ასეთი კრიტიკულები, ხანდახან ირონიულებიც კი ჩვენს მიმართ, რადგან მათ მთავარ იარაღს მათივე თქმით,  გამოცდილება წარმოადგენს და ეს ნამდვილად ძლიერი იარაღია, ამაში სრულიად ვეთანხმები. თუმცა ასეთ დროს, სკოლაში სწავლის პერიოდში, ჩემი მასწავლებლის ფრაზა მახსენდება, რომელიც ხშირად გვეუბნებოდა, რომ “ჭაღარა ნამდვილად არ ნიშნავს სიბრძნეს”.  სხვა პროფესიების მსგავსად ჟურნალისტიკა, ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ამან მომავალი ჟურნალისტები და მათ შორის მე, ნამვილად არ უნდა შეგვაშინოს და პრობლემებზე ყოველთვის ღიად უნდა ვისაუბროთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამის საშუალება “თავისუფლად” გვეძლევა.

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: