11 თებერვალი-მნიშვნელოვანი მოვლენები…

ჩილეში 2006 წლის 11 თებერვალს, ქვეყნის ისტორიაში პირველად პრეზიდენტი ქალი გახდა. ვერონიკა მიშელ ბაჩელეტ ხერია, მან ამომრჩეველთა 53.5%-ით გაიმარჯვა 2006 წლის არჩევნებში. პრეზიდენტად ინაუგურაციის ცერემონია 2006 წლის 11 მარტს ჩატარდა. ჩილეს რიგით 34-ე ყოფილი პრეზიდენტი 1951 წლის 29 დეკემბერს დაიბადა. პროფესიით ექიმი გახლავთ. მისი პოლიტიკური კარიერა ახალგაზრდა სოციალისტთა რიგებში გაწევრიანებით დაიწყო. პოლიტიკური ორიენტაციის გამო იყო ემიგრაციაში ჯერ ავსტრალიაში, შემდეგ კი გერმანიაში. სამშობლოში დაბრუნებისა და სამედიცინო განათლების მიღების შემდეგ უკვე აქტიურად ჩაება პოლიტიკურ ცხოვრებაში. ქალბატონი მიშელი მფარველობდა პოლიტპატიმრებისა და პინოჩეტის რეჟიმის მსხვერპლთა შვილებს. პინოჩეტის დიქტატურის დასასრულისათვის ბაჩელეტს საკმაო ავტორიტეტი ჰქონდა მოპოვებული პოლიტიკურ წრეებში. დემოკრატიული რეჟიმის აღდგენის შემდეგ კი აქტიურად ჩაება ჯანმრთელობის სისტემის რეაბილიტაციის საქმეში. ამერიკაში 90-იანი წლების შუა პერიოდში მოისმინა ლექციები სტრატეგიულ შეიარაღებაზე პოლიტიკური სწავლებისა და სტრატეგიის ეროვნულ აკადემიაში. სამშობლოში დაბრუნებული დანიშნა თავდაცვის მინისტრის მოადგილედ. და კიდევ პირველი მნიშვნელოვანი ფაქტი ლათინური ამერიკის ისტორიაში, 2002 წლის 7 იანვარს თავდაცვის მინისტრის პოსტი ქალმა დაიკავა.

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: