“საქართველოს პრეზიდენტობიდან ჯარისკაცობამდე…”

“აღმავლობას” თან “დაღმავლობა” ახლავს, “საქართველოს პრეზიდენტობის” შემდეგ მომღერალი თემო საჯაია “ჯარისკაცის” ამპულაში მოგვევლინება. ეს მისი ახალი სიმღერა გახლავთ, რომლითაც ევროვიზიის შესარჩევ ტურზე, 19 თებერვალს წარსდგება და რა თქმა უნდა, ევროვიზიაზე მოხვედრის დიდი სურვილი აქვს. როგორც საუბარში აღნიშნა, სიმღერა ქართულია, ტექსტის ავტორი რატი ამაღლობელი გახლავთ, მუსიკა დათო ფორჩხიძეს ეკუთვნის. ამ ეტაპზე მომღერლის რეპერტუარი სავსეა “პატრიოტიზმის” ელემენტებით. მის სიმღერას “მე საქართველოს პრეზიდენტი ვარ” სხვადასხვა შეფასებები მოჰყვა.

მართალია სიმღერა, როგორც თემო საჯაიას პროდუსერი მიშა მშვილდაძე აღნიშნავს, ჩვეულებრივ შეყვარებულ ადამიანზეა, მაგრამ მისი ტექსტიდან გამომდინარე ეს ცოტა რთული აღსაქმელია და ფრაზა, “მე საქართველოს პრეზიდენტი ვარ” მდედრობითი სქესზე შეყვარებულის განცდებს ნამდვილად გამოხატავს, ან იქნებ რაღაც “ფილოსოფიური” შინაარსის არის ეს სიმღერა, ეს ვერსია კი ალბათ გამოსარიცხია, რადგან  ტექსტი და მუსიკა არ “იმსახურებს” ამგვარ ღრმა წვდომას. მისი ახალი სიმღერა “ჯარისკაცი”, როგორც თავად მომღერალი ამბობს, “სკანდალურობით” არ გამოირჩევა, ამას ახლო მომავალში საზოგადოება თავად შეაფასებს. ზემოთ აღნიშნულმა ინფორმაციამ კულუარებამდე “ჩამოსვლა” მოახერხა. აგრეთვე მინდა ავღნიშნო, რომ ინფორმაცია არ ჩამოდის, არამედ ვრცელდება და უამრავი შესატყვისი სიტყვები არსებობს, ეს ისე ზოგადად…

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: