რომელი უფრო შემაშფოთებელი ფაქტია ნარკომანი ქალი თუ კაცი?…

ახალი ნარკოტიკის გამოჩენამ სახელწოდებით “ნიანგი” საზოგადოება აღაშფოთა, თუმცა მანამდეც არსებობდა მსგავსი ნარკოტიკული საშუალებები, როგორიც არის “ვინტი”, “ჯეფი” და კიდევ სხვა. გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში ნარკოტიკების მომხმარებელ ქალთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. ნარკომანია, როგორც ფაქტი სქესის განურჩევლად შემაშფოთებელია და ის, რომ ქალი მომხმარებელი დღესდღეისობით ბევრია,  აღელვების მიზეზად მხოლოდ ეს არ უნდა ჩაითვალოს. არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, შესაბამისი ზომებია მისაღები, რაზეც სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება, ჯერჯერობით შეჩერებულია, მიზეზად პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი შემდეგს ასახელებს “პროექტი 2 წელია ინიცირებულია, მაგრამ კანონის განხილვისთვის დრო არ გვქონდა. ჯერ ომი იყო, მერე პარლამენტი იყო ბლოკირებული. ბოლო 6 თვის განმავლობაში განხილვა დავიწყეთ, კორექტივა შედის და შესაძლებელია საბოლო ვარიანტზე შევთანხმდეთ”. ბევრ ქვეყანაში ნარკომანია არა კანონით ისჯება, არამედ ნარკომანების იძულებითი მკურნალობა იწარმოება. ჩვენთან არც თუ ბევრი კლინიკაა, სადაც წამალდამოკიდებული შესაბამის სამკურნალო კურსს გაივლის. არსებულ კლინიკებში კი მკურნალობა საკმაოდ ძვირია. ნარკომანია მსოფლიო პრობლემას წარმოადგენს, თუმცა ეს ფაქტი ნამდვილად არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას და ის რომ, უამრავი ადამიანი იღუპება ან ამ გზას, მასობრივად ირჩევენ, სახელმწიფოს მიძინების საშუალებას არ უნდა აძლევდეს და ამ საშინელ დაავადებას საზოგადოებასთან აქტიური თანამშრომლობით, უნდა ებრძოლოს.

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: