“ნიანგი”…

ამ პოსტში საუბარი ნამდვილად არ გვექნება ქვეწარმავალ ნიანგზე, რადგან ამავე  სახელწოდებით გახლავთ დეზომორფინი, რომელიც მრავალ გზის ცდების შემდეგ, როგორც ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი წამალი მედიცინაში არ შევიდა და ის, ნარკოტიკულ სახეცვლილებად, “ნიანგად” გადაიქცა. გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ეს ნივთიერება საქართველოში გამოჩნდა. როგორც აღნიშნავენ, ის რუსეთში ძალზედ გავრცელებულია, ჰეროინის შემდეგ. არსებული ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალების დამზადებისას, სხვა ნივთიერებებთან ერთად, ტოქსიკური ნარევი “კროტი” გამოიყენება, რომელიც საყოფაცხოვრებო პრაქტიკაში კანალიზაციის სისტემის გასაწმენდად მოიხმარება. “ნიანგის” მომხმარებელი მიზერული თანხის საშუალებით აღწევს ე.წ. “კაიფს”, რაც ძალზედ მცირე პერიოდის შემდეგ, მომხმარებლის გარდაუვალ სიკვდილს იწვევს. პირველ ეტაპზე თავს იჩენს, სხეულის სრული ლპობა, ტვინის უჯრედების გათიშვა და პიროვნების სრული ზომბირება, ხოლო ამ ტანჯვის გავლის შემდეგ,   წამალდამოკიდებული კვდება. “ნიანგზე შემჯდარის” მკურნალობა შეუძლებელია. საშიშროება ამ ნარკოტიკული პრეპარატის პოპულიზაციის საკმაოდ მაღალია, რადგან ის საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია და თან ძალზედ იაფად, ამ ყველაფრის გათვალისწინებით შესაძლებელია კატასტროფულ შედეგამდე მივიდეთ.

  1. vaimeeeeeeee

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: