მანდატურები, პილიციის აკადემია და “ტაძრელები”…

ის, რომ ხელისუფლებას სწორი “სტრატეგია” აქვს არჩეული, ეს უდაოა. მათ ოპოზიციის “მიძინებაც” კი შეძლეს, მიუხედავად მრავალგზის აქციების, დაუმორჩილებლობისა და ა.შ. სკოლებში მანდატურების შეყვანა, ერთგვარი კონტროლის განმსაზღვრელი ფაქტორია, პოლიციის გაძლიერება და “გამჭვირვალობის” შუშის შენობებით გამოხატვა, ხელისუფლების “გამჭრიახ” გონებაზე მიუთითებს. დაჯარიმების სისტემა, რამაც ასეა თუ ისეა, ღვედებისა და სისუფთავის “კულტურა” წესრიგში მოიყვანა. ეკლესიას და სარწმუნოებას დამცველები ესაჭირეობა, ამის აუცილებლობა დღის წესრიგში დადგა, რამაც ე.წ. “საქართველოს ტაძრის რაინდების” ორგანიზაციის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. “ტაძრელები”, რომლებიც აპირებენ ემსახურონ მამულს, სამეფო ტახტას და ქართველ ერს. მათი სამოსელი წითელჯვრიანი, თეთრი ფერის გახლავთ, წელზე მახვილით. გავრცელებული ინფორმაციით, “2011 წლის 7 იანვრიდან ტაძრელთა საძმომ – O.S.M.T.G. (Ordo Supernus Militaris Templei Georgia – სიტყვასიტყვით ითარგმნება ასე: საქართველოს ტაძრის მხედართა უზენაესი საძმო) – მიიღო უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის კურთხევა. ამ დღიდან “ტაძრელთა” საძმოს – O.S.M.T.G. – მიღებული აქვს სრული ლეგიტიმიზაცია როგორც საქართველოს ეკლესიისგან, ასევე საქართველოს სახელმწიფოსგან. ვართ მსოფლიოს უდიდესი ქრისტიანული მულტიორდენის ასოცირებული წევრი, რომელსაც აქვს წარმომადგენლობითი ოფისი გაეროში”. ამ ორგანიზაციაში მოსახვედრად დაწესებულია შემდეგი წესები: “ასაკობრივი ცენზი. მემამულისათვის – 18 წელი; ახალმორწმუნეებისათვის – 21; მხედრებისთვის – 25; რაინდებისათვის – 30; დიდი ჯვრის რაინდებისთვის – 40; კაპიტულის (ხელმძღვანელი ორგანოს) წევრისთვის – 45. ორგანიზაციაში გაწევრება საკმაოდ რთულია. ორგანიზაცია პატრიარქმა აკურთხა როგორც ქრისტეს მხედრობა” და ამასთანავე, ბაგრატოვანთა მხედრობა. ისინი აღიარებენ და მხარს უჭერენ მონარქიულ წყობას. როგორც მოსალოდნელია, ყველა მორიგ სიახლეს საზოგადოების მხარდაჭერა ან უსაზღვრო კრიტიკა მოყვება, “ტაძრელებთან” დაკავშირებით კულუარებში შემდეგს საუბრობენ:

“ჩოხოსნებისგან განსხვავებით, ეს უფრო საშიში იდეაა.
გურჯიზმის ვითომ ვესტრენიზაციის პირველ ნიშნებს მაგონებს”

“სასწრაფოდ გვჭირდება მაკომპრომეტირებელი მასალები ამ ხალხის წინააღმდეგ…
ან კგბ-სთან თანამშრომლობის დამადასტურებელი დოკუმენტები, ან ფოტოები, ან მმკ-სთან კავშირის ამსახველი ფოტომასალა, თუ როგორ ურტყამენ თავში ჯვრებს ჰელოუინის მომწყობებს”

“ისტორიულ-პატრიოტული გაერთიანება საერთოდ არ მესმის რას ნიშნავს”

“დარწმუნებული ვარ გეიაღლუმს მეტი ნამუსის მომწმენდი გამოუჩნდებოდა.
პატრიოტიზმზე და ქართულ ტრადიციებზე ქილიკი რატომ ჰგონია ამ ხალხს მაგრობა, ვერ გამიგია”

“ორგანიზაცია რომელსაც არ აღიარებს ვატიკანი და კათოლიკური ეკლესია, რომელნიც არიან ცრუ ტამპლიერები და რომელი ორდენიც უკვე დიდი ხანია გაუქმებულია ვატიკანის მიერ, შესაბამისად ტამპლიერების საძმოს შექმნა ვატიკანის გარეშე არის სირაქლემას თავი ქვიშაში და სიცრუე”

“თუ ვიღაც ამერიკოს კომიქსებზე გაზრდილ გაბურძგნულ ახალგაზრდას იმის უფლება აქვს ქუჩაში გამაჩეროს, რაღაც გაურკვეველი ტექსტებით მაბოლოს და ჟურნალები მაჩეჩოს ხელში ორმაგად აქვთ ამათ უფლება გაერთიანება შექმნან, სად დაირღვა კანონი?”

  1. ვინ არის სტატიის ავტორი?, საპატრიარქომ მოგვიანებით უარყო “ტაძრელების” კურთხევა პატრიარქის მიერ…

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: