გაზაფხულის “პირველი მერცხლები”…

ოპოზიციური დაპირისპირებები ხალხისთვის უცხო არ არის და ამ სიტუაციას საზოგადოება უკვე შეეჩვია. ქრთამის აღება, უშედეგო აქციები, შიდა არეულობა ყველაფერი ის, რამაც ოპოზიციის მიმართ ერთ დროს ნდობით აღჭურვილი ადამიანები, უკვე აღაშფოთა და შესაბამისად, მათდამი ნდობის კოეპიციენტიც საგრძნობლად დავარდა. განხეთქილების შედეგად, ოპოზიციორმა პარტიებმა “ძალა ერთობაშია” დაივიწყეს და ცალ-ცალკე შეუდგნენ ქვეყნის კეთილდღეობისთვის ბრძოლას, რაც ამჟამინდელი ხელისუფლების “სახლში გაშვებით” გამოიხატება. მდგომარეობა იმდენად გართულდა, რომ ოპოზიციის ლიდერები ერთმანეთთან თანამშრომლობასაც კი გაურბიან და ამ ეტაპზე ერთმანეთის დადანაშაულებითა და “ლაითი ლაინძღვით” არიან დაკავებულები. “სახალხო კრება” გაზაფხულისთვის ემზადება და როგორც მისი ერთ-ერთი ლიდერი, ნონა გაფრინდაშვილი ამბობს, პრეზიდენტს აუცილებლად “სახლში გაუშვებს”, რადგან ეს მას ხალხმა დაუკვეთა. მართალია ამ პარტიას ზვიად ძიძიგური, გუბაზ სანიკიძე გამოეთიშნენ, მაგრამ ისინი საკუთარი გეგმით აპირებენ იგივეს განხორციელებას. გაზაფხულის მოსვლას “ქართული პარტიაც” ელოდება, მთავარი ცვილებების გასატარებლად. დაქსაქსული ოპოზიცია, რომელთაც მთავარია იდეა, ასეა თუ ისეა მაინც “აერთიანებს”, ეს მთავრობის შეცვლაა. გაზაფხულზე “დიდი” ცვლილებები იგეგმება.

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: