გიროგი არველაძე გავრცელებული ინფორმაციის წინააღმდეგ…

საზოგადოებას ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გიორგი არველაძეს საკუთარი ბორდელი აქვს გახსნილი, “პენტჰაუზ კლუბის” სახელით, უკვე სხვადასხვა გზით მიეწოდა. თუმცა ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რა თქმა უნდა დაინტერესებული პირებისათვის ცნობილი არ არის. მხოლოდ ჟურნალისტის მიერ დაწერილი სტატია გახლავთ ე.წ. “სანდო წყარო”. ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტუალური გახდა “სენსაციური”, უფრო სწორად სკანდალური ინფორმაციის გავცელება ჟურნალისტების მხრიდან, თუმცა უმეტესობა ასეთი წერილებისა ყოველგვარ სიმართლეს გახლავთ მოკლებული და ამასთანავე, იმდენ უზუსტობას წააწყდებით, რომ აშკარად ჩანს, ჟურნალისტის უბრალო ბავშვური აჟიტირება, რომ იქნებ რაიმე “ზესკანდალური” გამოუვიდეს და ეს ყველაფერი, რაც შეიძლება მალე საზოგადოების ყურამდე მიიტანოს. ამ ფიქრებში გართულს და ადრენალინ მოზღვავებულს კი, კომპეტენტურობა საკითხისადმი, ჟურნალისტური ეთიკა და ის, რომ საზოგადოებას ტყუილი არ უნდა უთხრას, სრულიად ავიწყდება. ამასთანავე კიდევ ახალი სტილიც შეიმჩნევა, ყველა ასეთი სტატიის ავტორი ირწმუნება, რომ დამადასტურებელ დოკუმენტაციას ნამდვილად ფლობს და “ფანტაზიის” ნაყოფია არ არის ყოველივე ის, რასაც წერს. მაგრამ ხელთ არსებული სანდო, გადამოწმებული და ზუსტი მასალების გამოქვეყნებას არ ჩქარობს. ესეც ერთგვარი სკანდალურობის მაჩვენებელია და მათ(ჟურნალისტებს) ეს ძალზედ ხიბლავს. როგორც გავრცელებული ინფორმაცია მოწმობს, გიორგი არველაძე ტელეკომპანია “კავკასიის” და გაზეთ “კვირის ქრონიკის” ჟურნალისტების, დიტო ტიკარაძის და ნათია ორველაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში აპირებს ჩივილს.

 

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: