ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს…

პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ ჟურნალისტი, რომელიც არა ზუსტ ინფორმაციას ავრცელებს, ეს უკვე დანაშაულია, რადგან მას საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს. მეორე, არა ზუსტი ინფორმაციის გავრცელება ჟურნალისტის არა კომპეტენტურობაზე მიუთითებს და ამ შემთხვევაში მისდამი ნდობა ქრება, რადგან ჟურნალისტს ტყუილის თქმის უფლება არ აქვს. ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს მინდა შევახსენო, რომ ჟურნალისტიკა მხოლოდ სკანდალზე არ არის აგებული, მითუმეტეს, როდესაც ფაქტის დამახინჯება და არასწორი მონაცემების ხარჯზე ხდება ე.წ. სკანდალური სტატიის დაწერა. ქრონიკაში დაწერილი წერილი ბიბლიოთეკაში გამართულ კარნავალზე, აბსოლიტური ფაქტების დამახინჯებით არის შექმნილი, ამაზე მიუთითებს ის, რომ გაზეთში აღნიშნულია, რომ კარნავალი 3 იანვარს გაიმართა, რაც ტყუილია, რადგან ჟურნალისტს ალბათ დაეზარა ინფორმაციის გადამოწმება, იმის გასაგებად, რომ ბიბლიოთეკაში გამართული წვეულება 14 იანვარს შედგა. აგრეთვე აღნიშნულია, რომ კარნავალი სამუშაო საათებში მოეწყო, ესეც შეცდომაა, რადგან საღამო “გახსნილად” 9საათზე გამოცხადდა, რაც სამუშაო საათი ნამდვილად არ გახლავთ. ბატონ დიტო ჩუბინიძეს მომავალში გასათვალისწინებელი ექნება, რომ მსგავსი სიტუაციის დროს, ყველა ნორმალურ ქვეყანაში შესაბამისი სასჯელი არსებობს არასწორი ინფორმაციის გავრცელებისათვის. და ბოლოს, კარნავალსა და ე.წ.ორგიას შორის ძალიან დიდი განსხვავებაა, ისევე როგორც ბორდელსა და ბიბლიოთეკას შორის, რის შესახებაც ჟურნალისტს საკმაოდ მწირი ინფორმაცია, სამაგიეროდ “ავადმყოფური” ფანტაზია გააჩნია, ფანტაზია იმიტომ, რომ თავად ჟურნალისტი ამ წვეულებაზე არ იმყოფებოდა და ისე დაწერა ყოველივე გაზეთში ანუ ფანტაზიის გამოყენებით. კარნავალი და საკარნავალო ფორმა ნიშნავს არა, ჩვეულებრივ მდგომარეობას, ანუ ბატონ დიტოს შევახსენებ, რადგან ის ალბათ არასდროს არ ყოფილა მსგავს წვეულებაზე, რომ როდესაც რაღაც ფორმას ირჩევ, ეს არაფერს განსაკუთრებულს არ ნიშნავს, ის რომ ვიღაცას შეიძლება ჰიტლერის ფორმა ეცვას, ის ფაშისტი ან თუნდაც ადოლფის თაყვანისმცემელი ნამდვილად არ გახლავთ. მოკლედ, ყველა ჟურნალისტის მთავარი მოვალეობა ზუსტი ინფორმაციის მიწოდებაა საზოგადოებისათვის და არა სკანდალური, ცრუ ინფორმაციის გავრცელება, რადგან ჟურნალისტიკა გახლავთ სპეციალობა, რომელიც საზოგადოებრივ აზრს ქმნის, რომელიც სიმართლეზე, ფაქტების სიზუსტეზე არის დაყრდნობილი.

    • dzfxgchvjbk
    • June 23rd, 2011

    იდი ნა ხუი, რამდენიც ჟურნალისტიკის აზრი გაგეგება ვიღაც უსახელო ყლლლეეოო. ჟურნალისტი არ არის ვალდებული ილაპარაკოს სიმართლე და იყოს ობიექტური, თუ არის ობიექტური, მაშინ ეს მისი პირადი საქმეა. თუ წინაამღდეგს წერ, ნიშნავს, რომ მატყუარა ხარ

    • შენ ხო გაგეგება საერთოდ რამე? :)))))))))))))))))))))))))))))))))))))))) აქ რასაც წერ, სრული აბსურდი რომ არის ალბათ ვერ კი ხვდები ხო? საერთოდ ჟურნალისტიკა რას ნიშნავს და ჟურნალისტს რა ევალება აზრზე არ ხარ ხოოო? პაკაააააააააა :))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))

    • dzfxgchvjbk
    • June 23rd, 2011

    ჟურნალისტი სიმერთლეს უნდა ლაპარაკობდეს, ეს მოთხოვნა ტოტალიტარულ ქვეყნებშია მათი სიმართლის გაგებით!!!!!! სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება არის ცივილიზირებულ ქვეყნებში!!!!!!!!!!!!!!! ჟურნალისტი იმას უნდა აკეთებდეს, რაც უნდა და სულ არაა ვალდებული იყოს ობიექტური!!!!!!!!!!!!!!!

  1. თავს იწვავთ ბატონო დიტო..:)))))))))))))))) და მეორეც, ის სტატია შეურაცმყოფელი იყო, ისე და არც ობიექტური და არც სუბიექტური. გაბოროტებული ადამიანის მონაჩმახი და არა სტატია…

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: