“გონივრული ეჭვი…”

თუ თქვენ პატრულმა, სრულიად შემთხვევით ქუჩაში მდგომი გაგაჩერათ, არ გაგიკვირდეთ, რადან მას ეს უფლება მინიჭებული აქვს, “გონივრული ეჭვის” საფუძველზე. გააჩნია რა ეჭვი დაებადებათ თქვენთან დაკავშირებით, ეს დამოკიდებულია, თავის პარტნიორთან რამდენიმე წამიან დისკუსიაზე, ცოტა ფანტაზიასა და   სავარაუდოდ ინტუიციის ჩართვაზე,ამ ყველაფრის მობილიზაციის შემდეგ ის თქვენთან მოვა და “დაგაკავებთ”.  შემდგომ აუცილებლად ნარკოლოგიურში გაგაქანებენ, თუ ვერაფერი აღმოგიჩინეს გაბრაზებულები იმაზე, რომ “გონივრულმა ეჭვმა” არ გაამართლა, ერთი-ორს კარგადაც მოგდებენ. საინტერესოა, ირღვევა თუ არა ჩვეულებრივი მოქალაქის უფლება, როდესაც მას უბრალოდ ვარაუდის გამო აკავებენ, “შეურაცხყოფას” აყენებენ, ამასთანავე აბრალებენ და აიძულებენ დაამტკიცოს სიმართლე ყოველგვარი საეჭვო მტკიცებულებების გარეშე? მოკლედ, თუ ღამის გათენება მოგიწიათ და თვალები ჩაშავებული გაქვთ ან უბრალოდ გადაღლილი სახით გიწევთ ქუჩაში დგომა, თქვენთან შესაძლებელია პატრული მოვიდეს და მოგთხოვოთ დამტკიცება იმისა, რომ ნარკომანი არ ხართ და “არ გაუბრაზდეთ” თუ პატრულის ბრწყინვალე გონება თქვენთან დაკავშირებით შეცდა.

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: