ყველაფერი ის, რასაც მხოლოდ “ტაქსისტებისგან” გაიგებთ…

სამსახურში როდესაც გაგვიანდება, იძულებული ხარ ცოტა მეტი თანხა გაიმეტო, გააჩერო ტაქსი და “კომფორტულად” იმგზავრო. ჩაჯდომისთანავე ყურადღება, ვინაიდან რადგანაც მწეველი ვარ, სალონში მოთავსებულმა საფერფლემ მიიპყრო, არა მანქანის ე.წ. საფერფლემ, არამედ ჩვეულებრივმა. ეს მხოლოდ ის არ აღმოჩნდა, რამაც გამაოცა, მძღოლს ერთჯერადი ჭიქები და “თერმოსი” ჰქონდა, სადაც ცხელი ყავა ესხა, რა თქმა უნდა ყავა შემომთავაზა, იმდენად გამიკვირდა ტაქსში მსგავსი მომსახურება, რომ ყავაზე თავი შევიკავე. როგორც ჩვევიათ მძღოლებს, ესეც ძალიან კომუნიკაბელური აღმოჩნდა. უამრავი კითხვა დამისვა და ბოლოს ჩემი გარეგნობითა და დედის ერთობით მოხიბლულმა დაიწუწუნა, ცოტა ახალგაზრდა, რომ ყოფილიყო არც კი შემეკითხებოდა, ისე მომიყვანდა ცოლად და თან, აქ ერთი საინტერესო რამ დასძინა, დიდი სიამოვნებით წაგიყვანდი “გამოფენაზეო”, მაგრამ ეს ის გამოფენა არა აღმოჩნდა, რაც მე და დარწმუნებული ვარ მკითხველს ჰგონია, თურმე მისთვის “გამოფენა” საკუთარი დებისთვის საცოლის ჩვენებას წარმოადგენდა. მერე მთხოვა, პირობა მიმეცა, რომ ვიღაც “ვიგინდარას” არ გავყვებოდი ცოლად. მომსახურების გარდა, ტაქსისტს საინტერესო დამოკიდებულება ჰქონდა სხვა მძღოლებისა და მანქანების მიმართ, ყველას “ავადმყოფებს” და “სუროგატებს” ეძახდა, თუ რა იწვევდა მის ამ შეფასებას ვერ გავარკვიე. რაღა თქმა უნდა მთავრობასაც შეეხო და საუბარში დაიწუწუნა, ხანდახან მინდა, რომ წესები დავარღვიო, მაგრამ ამათ თავს, როგორ დავაჯარიმებინებო. დანიშნულების ადგილს მივუახლოვდი და ლესელიძეზე “ჩვენი გზებიც” გაიყო. მსგავსი “მაღალი ხარისხის” მომსახურება, თავისი ცხელი ყავით, თბილისის ტაქსებში პირველად ვნახე, რამაც სიმართლე გითხრათ, ჩემში გაოცება გამოიწვია.

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: