“ხაშის ისტორია…”

მოგეხსენებათ საქართველოში სმა-ჭამას, როგორ დიდი პატივს სცემენ. ერთი კარგი “ქეიფისთვის” სამსახურსაც გადადებენ, მნიშვნელოვან შეხვედრასაც და თუ საჭიროა, ოჯახსაც ცოტა ხნით დაივიწყებენ.  ამიტომაც გგვაქვს უამრავი დღესასწაულები, 2 ახალი წელიც კი და რაც მთავარია, ორივეს ერთი და იგივე ენთუზიაზმით აღვნიშნავთ. დალევა ჩვენთან რომ იციან, ესე, არც ერთ ქვეყანაში არ იციან. განსხვავებულების კულტურა და “ასე მტერი დაგეცალოს”,  ანუ სასმისის ბოლომდე გამოცლა, ეს მთავარი საკულტო რიტუალია. და რა ხდება მეორე დღეს? ე.წ. “პახმელია”, საშინელი ფიზიკური მდგომარეობა, რომლის ატანა ყველაზე დიდი სასჯელია, სწორედ ამიტომ არ მთავრდება საქართველოში “ქეიფი”, რადგან “პახმელიაზე” გამოსვლა, ხშირად შებრუნებით მთავრდება, რასაც კვლავ “პახმელია” მოყვება, შემდეგ კვლავ გამოსვლა და ასე გრძელდება ყოველივე “უსასრულოდ”. ყველაზე კარგი საშუალება პახმელიიდან გამოსვლის ცხელი ხაში გახლავთ.

მისი ისტორია კი ასე დაიწყო, საუკუნეების წინ, როდესაც ქვეყანას მეეფები მართავდნენ და მრავალ  გზის ლხინობები იმართებოდა, გლეხებისთვის საკვებ საშუალებას, დიდ გვაროვნების მიერ ნარჩენი საჭმელი და საქონლის ე.წ. “უვარგისი” ნაწილები წარმოადგენდა, ეს გახლდათ ჩლიქები და ფაშვი, სწორედ ის ძირითადი ინგრედიანტები, რაც ხაშის მომზადებას ჭირდება. რა ექნათ გლეხებს, მხოლოდ ნარჩენებით ვერ შემოიფარგლებოდნენ და სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს ჩლიქებისა და ფაშვების მოხარშვა და გენიალურ აღმოჩენამდეც მივიდნენ. მათ შემთხვევით, ხომ ის მაგიური კერძი მოამზადეს, რომლის ფასი ქართველ კაცზე უკეთესად არავინ არ იცის.  სწორედ ხაში უყვართ ქართველ, მოქიფე “მუჟიკებს” ყველაზე მეტად, ცოლებზე მეტად თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ეს ის გახლავთ, რაზეც უარს არასდროს არ ამობობენ და როგორც უმრავლესობა აღნიშნავს, განსაკუთრებულად გემრიელ ხაშს “მასპინძელოში”, ორთაჭალის აბანოებთან, ამზადებენ, რომლის დაგემოვნებაზე უარს ვერავინ ვერ ამბობს.

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: