პოპულარულობის “გამომწვევი” მიზეზები…

პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ “ასე” მარტო საქართველოში ხდება და მითუმეტეს თბილისში, უკვე მცდარია, რადგან “ასე” ყველაგან ხდება, სადაც ადამიანთა ჯუფები, სხვადასხვა დაჯგუფებებს ქმნიან. უბრალოდ საქართველოში, ყველამ ყველაფერი იცის, რადგან პატარა ქვეყანა ვართ და მითუმეტეს თბილისში,  სადაც თუ “გადაიფურთხები”, საკუთარი “ფურთხი” თავად დაგეცემა, იმდენად პატრაა და გამოთქმაც, “თბილისი ხომ პატარაა” ამის დასტურია.

პოპულარულები ხდებიან ყველაგან, რადგან ნიჭიერები, გამორჩეულები, ლამაზები, განსხვავებულები მთელ მსოფლიოში არსებობენ. ჩვენ რაოდენობრივად ცოტანი ვართ და ამიტომ თუ, ერთი მაინც შეძლებისდაგვარად ნიჭიერი აღმოგვაჩნდა, მაქსიმალურ პოპულარიზაციას ვუწევთ მას, ისეთს, რომ ფარგლებს გარეთაც კი გავდივართ, მაგრამ ხშირად ეს მაინც ვერ ამართლებს და სამშობლოში დაბრუნებულები, “იხტიბარი არ გაიტეხაო”, “ივენთების”, კონცერტების და სხვა შეკრებების მუდმივი წევრები ხდებიან, იმდენად მუდმივი, რომ ბოლოს მათზეა ნათქვამი, “თვალებში მაზოლი ამოგვიყვანაო”.

თბილისში, ისევე როგორც  ნებისმიერ სხვა ქალაქში, რადგან “ასე” მხოლოდ თბილისში ხდებას, ის ადამიანები ამბობენ, ვისაც სხვა ქალაქი თუ ქვეყანა, თვალით არ უნახავს და ერთ-ერთი საქართველოს კუთხიდან პირდაპირი, სამარშუტო რეისით, თბილისში აღმოჩნდა და ჯერ კიდევ ყველაფერი აოცებს, პოპულარული შეიძლება გახდეს, საავტორო გადაცემის წამყვანი არა გადაცემის ფორმატის, არამედ ხმის ტემბრის, მანერების, ჩაცმულობის და  სხვა პირადი მიზეზების გამო. “ცნობილები”, პირველ რიგში, სკანდალურობით ხდებიან, ეს ის “ხილია”, რაც ბოლო პერიოდში თბილისში ყველაზე კარგად იყიდება. ჯერჯერობით ამ მხრივაც დახვეწის პროცესში ვართ, მაგრამ საზოგადოებას უკვე ვაოცებთ, რადგან ჩვენ შედარებით უფრო ხმამაღლა და საჯაროდ შეგვიძლია იმის თქმა, რომ ადამიანები სექსუალური კავშირის შედეგად იბადებიან, ის რომ, თუ სიმღერის ტექსტი სიყვარულზეა, კლიპში, რომ “ვიზასაოთ” სირცხვილი აღარ არის, აგერთვე ფილმები, სადაც შეყვარებული წყვილი, ცოლ-ქმარი, ღამე, მსუბუქი ყოფაქცევის ქალი და ა.შ ეპიზოდებია, ამ ყველაფერს შიშველ სცენების გარდა, სექსუალური სცენებიც ესაჭიროება და ეს სულაც აღარ ითვლება “ღვთის გმობად”,(მხოლოდ მართლმადიდებელ მშობელთა კავშირს აქვს სხვა წარმოდგენა ამის შესახე, მათთვის ბავშვებს, ჯერ კიდევ წეროები დაატარებენ).

აგრეთვე, სექსზე პირდაპირ ეთერში ღიად საუბარიც კი, შეგვიძლია, მართალია ეს უკანსაკნელი გარკვეული მიზეზების გამო პოპულარული ვერ გახდა, რადგან “ცივილიზაცია” ჩვენში ჯერ ნელ-ნელა იჭრება და თავიდან ცოტა გვიჭირს, მაგრამ დიდი ნაბიჯები უკვე გადაგმულია. მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ, რაც უფრო პატარა და “თანამედროვეა” ქვეყანა, მით უფრო ადვილია გახდე პოპულარული, იმ დონეზე მაინც, რომ ერთი კვირა შენზე ისაუბრონ, აქ ესეც საკმარიასია, აი “ასე” კი ნამდვილად, მარტო აქ ხდება. და ბოლოს, სულ რაღაც, რამდენიმე, მაგიური სიტყვის წარმოთქმა გესაჭიროებათ იმისათვის, რომ  “ცნობადები” გახდეთ: სექსი, ღმერთი, ქრთამი, ოპოზიცია, მიშა და + სკანდალურობა.

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: