“მთელი სოფელი თბილისშია…”

გული ყველას  “ქალაქისკენ” მოუწევს, შედეგად კი, სოფელი სოფელს აღარ გავს და შესაბამისად ქალაქმაც თავისი სახე დაკარგა. სოფლებში ახალგაზრდობა თითქმის აღარ დარჩა. ყველაფერი რუხ ფერებში გამოიყურება. საინტერესოა რას პოულობენ ამ “ქალაქში” გამოქცევით? დავუშვათ სწავლა, მაგრამ თუ მასობრივად გადავავლებთ თვალს, აქაც საინტერესოს ვერაფერს  აკეთებენ. ალბათ სათანადო სწვალა-განათლებას ვერ იღებენ, თორემ ჰარვარდში, რომ გაუშვა, აბა იქ ნახეთ როგორ გვასახელონ. აქ “ჩამოსულები” ან ნათესავთან აფარებენ თავს, ან კიდევ ბინას იქირავებენ ჯგუფურად და ეგ არის. სოფელში დარჩენილ მშობლებს კი, ნათესავების რჩენა სოფლის გემრიელი ნობათით უწევთ, რადგან მათთან, ხომ “ბავშვი აფარებს” თავს.

და რას აკეთებენ ამ დროს”ქალაქში” ჩამოსულები? უმრავლესობა, როგორც წესი სწავლით თავს არ იკლავს, სამაგიეროდ რუსთაველზე ხშირად ნახავთ მოსეირნე ახალგაზრდობას, რომლებმაც სოფელში მშობლების დახმარებაზე უარი თქვეს, მიწას მოწყდნენ, ერთი-ორი მსხვილ ფეხი საქონელიც გააყიდინეს დედ-მამას და თბილისში ჩამოვიდნენ. ამასობაში სოფელი, მხოლოდ მოხუცების ხელში დარჩა. მოუვლელი კარ-მიდამო, დაუმუშავებელი მიწა და სოფელიც “განადგურების” პირას არის. საინტერესოა სახელმწიფომ, რომ სამუშაო ადგილები შესთავაზოს სოფლის მაცხოვრებლებს, სკოლები მოაწესრიგოს, მაშინ როგორ შეიცვლება ეს სავალალო მდგომარეობა? და თუ სკოლაში, განსაკუთრებულად ნიჭიერი აღმოჩნდებოდა ვინმე, ის რა თქმა უნდა მიწაზე მუშაობას სწავლას ამჯობინებს და მათთვის ქალაქის კარიც მუდამ ღია იქნება. მხოლოდ “დღესასწაულებზე” ვგრძნობ, რომ სოფლებში  ნამდვილი ჟრიამულია გამართული, რადგან ამ დროს თბილისი შედარებით “ცარიელია”.

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: