“აქცია, მიტინგი, რევოლუცია, ყველაფერი ის, რაც საქართველოში მხოლოდ პრეზიდენტობისთვის ხდება…”

მზის ქვეშ ადგილისთვის ბრძოლა, ადამიანის მებრძოლი ბუნებიდან გამომდინარე სამარდჟამო თემაა. უბრალოდ ჩვენთან მზის ქვეშეთი, პრეზიდენტის “სკამით” შემოიფარგლება.

ეს ის არის, რაც აქ ძალიან უყვართ. ამის გამო ერთმანეთს ბოლომდე გაწირავენ. ე.წ. ოპოზიცია, ხალხის კეთილდღეობისთვის მებრძოლნი, ახლა ერთმანეთის მოშორებით, ჩაშვებით და ა.შ. არიან დაკავებულები. ბოლოს მიხვდნენ, რომ პრეზიდენტისთვის, მხოლოდ ერთი სკამია განკუთვნილი და ამადენი, ერთ სკამზე ნამდვილად ვერ აღმოჩნდებოდა. ადამიანები პროტესტს ყოველი უსამართლობის წინააღმდეგ უნდა გამოთქვამდნენ, ჩვენთან კი, უკვე ათ წლეულებია, ჯერ “შევარდნაძე გადადექი”-ს ყვიროდნენ ახლა კი, ფირფიტა შეიცვალა და “მიშა წადი”-ს ატრიალებენ. აქ არც ის აწუხებთ, რომ სიტყვის თავისუფლება არ არის, არც ის რომ ცხოველებს საშინლად ექცევიან და არც ის, რომ ადამიანის უფლებები ირღვევა. ქართველებს ერთადერთი პრობლემა გვაქვს, ვირჩევთ პრეზიდენტს და მერე მის გადაყენებაზე “ზრუნვას” ვიწყებთ, რადგან ვიღაც მაღალჩინოსანი, არჩეული პრეზიდენტისგან ჯიბეს ვეღარ ისქელებს და მაშინვე “ქუდზე კაცს” გამოიძახებს და ერთი, კარგი მიტინგიც მათ ხელშია. ეს არის ის, რაზეც ქართველი “ტრაკს” წევს და ქუჩაში გადის, თან მითუმეტეს, როდესაც ამაში ფულს იხდიან, გავა კი არა, მთელ სანათესაოსაც თან წაიყოლებს. და რა ხდება ამ დროს ქუჩაში? ერთ მუშტად შეკრული “ქართველობა” და “გაუმარჯოს” მრავალ ხმიანი შეძახილი, ოღონდ ვის ან რას გაუმარჯოს, იქ მყოფთაგან არც ერთმა არ უწყის, რადგან მიტინგის მომწყობებს შორის ისინი არიან, ვინც მალე მკვლელი, ქრთამის ამღები, ერის მოღალატე, ნარკომანი, ბარიგა და ა.შ. აღმოჩნდება. ხალხი კი, ასეთ ხალხს, კიდევ მრავალჯერ გაყვება, მართალია სულ უფრო ნაკლები რაოდენობით, მაგრამ მაინც. მაშინ, როდესაც საზოგადოებას პროტესტი არ უჩნდება, თუნდაც იმაზე, რომ შეიქმნას კარგი მუსიკა, გადაიღონ ფილმები და კულტურული ცხოვრება გაუმჯობესდეს, რადგან ურჩევნიათ “მიშა წადის” ძახილი, როდესაც ამას გაჩეჩილაძე, ბურჯანაძე ჩაყვირებს. რა გონიათ იმ პრობლემებს, რაც მათი აზრით პრეზიდენტის გამო არსებობს, ან ერთი ოპოზიცირი ლიდერი ან მეორე მოუგვარებთ? ლიდერები, რომლებსაც ჯერ, საკუთარი პრობლემები აქვთ მოსაგვარებელი, ერთი ერის ღალატში არის “ეჭვმიტანილი” და მეორე ფულის “გამოძალვაში”.

“ჩვენისთანა ბედნიერი, განა არის სადმე ერი?!”

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: