“ყოველი მეოთხე დაბადებული ბავშვი მამულისთვის თავდადებულის ტიტულს მიიღებს…”

საქართველოს პატრიარქი უამრავი ახალშობილის ნათლია არის, ყოველი მესამის და მეოთხის, აგრეთვე მეოთხე ახალშობილი დაბადებისთანავე მამულისთვის თავდადებულის ტიტულს მიიღებს. მიუხედავად იმისა, ის აპირებს თუ არა, სამშობლოს თავი შეწიროს.

საინტერესოა, თუ ეს ახალშობილი, ყმაწვილკაცობის ჟამს რაიმე სამშობლოსთვის საზიანოს ჩაიდენს, ჩამოერთმევა თუ არა მას ეს ტიტული? ამაზე ჯერჯერობით არ საუბრობენ. ბავშვს არავინ არ ეკითხება, უნდა თუ არა სამშობლოსთვის თავდადებული იყოს, რადგან ამაზე პატრიარქმა და მისმა მშობლებმა დაბადებისთანავე იზრუნეს. ალბათ შობადობა საქართველოში ბევრად უფრო იმატებს, ვის არ უნდა გმირი დედის ამპულაში ყოფნა. რა დააშავეს პირველმა და მეორე ახალშობილებმა? ალბათ ყველაფერი იმისთვის არის გათვლილი, რომ მშობლები დაფიქრდენენ ამ ერთობ მაცდურ წინადადებაზე, სამშობლოსათვის თავდადებული, და მეოთხე ბავშვის გაჩენაზე უარი არ თქვან, მიუხედავად იმისა ოჯახს აქვს თუ არა ბავშვების აღზრდის საშუალება. მხოლოდ გაჩენა საქმე არ არის, ის რომ შვილები თუნდაც სამშობლოს გამოადგნენ საჭიროა მათი განათლება, ფიზიკურად ძლიერი ახალგაზრდები და უამრავი მიზეზი, რაც ეკონომიკურად გამართულ მდგომარეობას მოითხოვს. თუმცა ერს გამრავლება ჭირდება, ამისთვის კი ნამდვილად სწორად შერჩეული სტრატეგიაა, თან ისეთ ქვეყანაში სადაც გმირების და თავდადებულების არა ერთი ისტორია ვიცით და მათ გარეშე ჩვენს ქვეყანას დღემდე მოღწევა ძალზედ გაუჭირდებოდა.

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: