“ვის რა ფასად უჯდება კოცნა…”

ქართული “შოუბიზნესი”, რომ დიდი ხნის “ჩაწოლილია” ეს უკვე სიახლეს აღარ წარმოადგენს. უბრალოდ ფაქტი გავიხსენე. არაფერი განსაკუთრებული ამ სფეროში არ ხდება, რაც დასანანია. მართალია კულუარებში ამ მოვლენას დადებითად აფასებენ, რადგან მდარე, უხარისხო და ფონოგრამით აჟღერებულ მუსიკას, ისევ არაფერი ხდებოდეს ურჩევნიათ, მაგრამ ნაწილისთვის ეს ნამდვილად ცუდი მოვლენაა. საინტერესოა რამ განაპირობა “შოუბიზნესის” გაქრობა, ნუთუ ნიჭიერი და გემოვნებიანი მომღერლები არ გვყავს? ან იქნებ ეკონომიურად იმდენად უჭირთ ქართველებს, რომ რა დროს სიმღერაა? მახსენდება ბასა ფოცხიშვილის კლიპები და ნამდვილად გული მწყდება, რომ ის ახალს აღარაფერს გვთავაზობს.  ერთადერთი რაც ნამდვილად ხდება, ცოცხალი შესრულების “პროპაგანდაა”, რაც მისასალმებელია. რაც შეეხება “შოუს” და “ბიზნეს”, აქ ახალი სახეებიც უკვე  ჩნდებიან. შეიძლება სრულიად ახალი ვერ, მაგრამ მივიწყებული ხომ მაინც. ლევან ჩიჩუა, იგივე TL-ი, რომელმაც მუსიკალური განათლება ლონდონში მიიღო(ისე კარგი იქნება, რაღაც მინიმალური ვიდეო მასალა, რომ არსებობდეს ამასთან დაკავშირებით, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ბიონსესა და ელტონ ჯონის ბექვოკალისტები ასწავლიდნენ მუსიკას) სამშობლოს დაუბრუნდა. ის, ქართული პოპის განვითარებას შეუდგება და ქართული საზოგადოების გამოცოცხლებასაც შეეცდება. მემგონი, ნელ-ნელა წინ მივიწევთ და ალბათ სულ მალე, იმასაც ვიტყვით, რომ ამისთვის ნამდვილად ღირდა ლოდინიო. ლონდონიდან ახალმა ჩამოსულმა მომღერალმა, ლევან ჩიჩუამ საზოგადოებას თავი “ხელოვნური” კოცნითაც დაამახსოვრა, თუმცა თავი დაავიწყა შეყვარებულს, რომელმაც იეჭვიანა TL-ისა და თიკო სადუნიშვილის “საშობაო კოცნაზე”.

მართალია, ეს კონცერტით იყო გათვალისწინებული, მაგრამ მეორე ნახევარმა მაინც ვერ გაუგო. სამწუხარო ფაქტია, თან კოცნამაც არ გაამართლა, სრულიად არ იყო შთამბეჭდავი და არც სანახაობრივად შოკისმომგვრელი. ლევან ჩიჩუა მსმენელს მუსიკალურ სიახლეებს პირდება, მან ეს ყველაფერი ლონდონში უკვე “დაამუღამა”. მომავალი კონცერტებისთვის ალბათ “კოცნასაც დაამუღამებს” და ქართულ საზოგადოებასაც ნამდვილ შოუს შესთავაზებს.

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: