“დავით ბაქრაძე ინგლისურის მასწავლებელს აშიმშილებდა…”

სკანდალური ინფორმაცია, რომელიც ადვოკატმა და ოპოზიციონერმა შალვა ხაჭაპურიძემ გააკეთა, დავით ბაქრაძის მიერ “შიმშილით ნაწამებ” ინგლისურის პედაგოგ, დენიელ ბეიკერს ეხება.

ბატონი შალვას განცხადებით, დენიელი დავით ბაქრაძესთან წყნეთში ცხოვრობდა და თურმე მას, ოთახში კეტავდნენ და მოხარშული კარტოფილის გარდა არაფერს აჭმევდნენ და ამ მდგომარეობაში მას თვენახევარი “გაუქაჩავს”. ბოლოს, ინგლისურის მასწავლებელი მიმხვდარა, რომ შიმშილით შეიძლება მომკვდარიყო, რადგან როგორც ადვოკატთან პირად საუბარში აღუნიშნავს, მას 500 ლარი საჭმლის ყიდვაში არ ყოფნიდა და დასახმარებლად შალვა ხაჭაპურიძეს მიაკითხა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მსგავსი ძალადობრივი მოპყრობის შემდეგაც კი, თურმე დენიელს არ გაჩენია სურვილი სასამართლოსთვის ან ადამიანის უფლებების დამცველისთვის მიეკითხა და არც საჯაროდ დაუფიქსირებია მას, ყოველივე ზემოთ აღნიშნული. პედაგოგი ამჟამად ამერიკაში იმყოფება, საინტერესოა რა თანხით მოახერხა მან უკან დაბრუნება, რადგან შალვა ხაჭაპურიძე მას მხოლოდ ქართული სუფრით გაუმასპინძლდა. ამ განცხადების შემდეგ, როდესაც თავად დაზარალებული საკუთარ აზრს არ აფიქსირებს, საზოგადოებამ როგორ უნდა დაიჯეროს ფაქტის სინამდვილე, ის რომ დავით ბაქრაძე, რომელიც ერთ-ერთი ინიციატორია სახელმწიფოს წარმომადგენლებიდან ამერიკელი მასწავლებლების ჩამოყვანის, თურმე სახლში კეტავდა და აშიმშილებდა ინგლისურის პედაგოგს. ოპოზიცირი ლიდერის, ეს სკანდალური ინფორმაცია მათავარი სააქცენტო თემა არ ყოფილა, რადგან მან არა მარტო ხელისუფლების დადანაშაულება განიზრახა, არამედ საჯაროდ აცხადებს, რომ ოპოზიციის 90 პროცენტი “ნაგავშია გადასაყრელი” და ის მათ წინააღმდეგ სერიოზულ დოკუმენტაციას და მასალებს ფლობს. “ჩაშვების” ინსტიტუტი უკვე მძაფრად იწყებს ოპოზიციურ “კლანებში” ამოქმედეას და დღესდღეისობით ეს, მათ მთავარი “გასართობ საშულაებას” წარმოადგენს.

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: