“ბორჯღალის გამოსახულებიანი პასპორტით სხვა ქვეყანას ვერ დატოვებთ …”

1იანვრიდან  კანონში ცვლილება შევიდა, რომ პასპორტები ბორჯღალის გამოსახულებით უნდა შეიცვალოს ბიომეტრიული პასპორტით, წინააღმდეგ შემთხვევაში მოქალაქეები პასპორტს სასურველი დანიშნულებით ვერ გამოიყენებენ, რაც მათ პრობლემებს შეუქმნით. ძველი პასპორტით ისინი შეძლებენ სხვა ქვეყანაში შესვლას, მაგრამ იმავე პასპორტით ქვეყანას ვერ დატოვებენ. უცხოეთში მყოფი ქართველებისთვის ეს ინფორმაცია ცნობილი არ არის. უახლოეს მომავალში საელჩოები, საკონსულოები მათთვის ამ ინფორმაციას ხელმისაწვდომს გახდის.

2011 წლის 1 იანვრიდან საქართველოს მოქალაქის ბორჯღალის გამოსახულებიანი პასპორტი ძალას კარგავს. მოქალაქეებს, რომელთაც ამ ტიპის მოქმედი პასპორტი აქვთ, შესაძლებლობა ეძლევათ 2011 წლის 1 იანვრამდე ძველი პასპორტი მაღალტექნოლოგიური ბიომეტრიული პასპორტით შეცვალონ.
დოკუმენტის აღება, 100 ლარის ნაცვლად, 65 ლარი ეღირება.

ბორჯღალის გამოსახულებიანი პასპორტი ძალაში მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ მისი მფლობელი საზღვარგარეთ იმყოფება. საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდში კი ბორჯღალის გამოსახულებიანი პასპორტი ძალაშია მოქალაქის საქართველოში დაბრუნებამდე ან საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქის ახალი პასპორტის მიღებამდე.

მათ, ვისაც აქვთ ბორჯღალის გამოსახულებიანი პასპორტი მოქმედი ვიზით, ბიომეტრიული პასპორტის მიღების შემთხვევაში, შეუნარჩუნდებათ ძველი პასპორტიც.”

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: