“კლიენტი ყოველთვის მართალია…”

სანამ კანონს, ჯარიმას, დასჯას და სხვა “ძალადობრივ” ფორმებს არ დააწესებენ, მანამდე ხალხი ვერ ხვდება, რომ ყველაფერი, რაც ახლა უკვე კანონით ისჯება, უბრალოდ ცივილური ადამიანის მახასიათებელია. ცხოველებისგან სწორედ იმით განვსხვავდებით, რომ გონება გვაქვს და ეს მოქმედებაში უნდა ჩავრთოთ. რა ხდება ჩვენი ქალაქის ბარებში, რესტორნებში, მაღაზიებში?

საჭმელად, ყავის დასალევად, საღამოს გასატერებლად შესულს ლოდინი სასურველი შეკვეთის მოტანამდე იქამდე გიწევს, სანამ ყველაფრის სურვილი არ გაგიქრება. მაგრამ რადგან “ბარემ მოსული” ხარ, ბოლომდე ელოდები და თან საკუთარ ნერვებსაც გამოცდას უწყობ.  თუ გაგიმართლათ და თავის დროზე მოგიტანეს და თქვენც, თავაზიანობის გამომხატველი ღიმილის “ჩუქება” გადაწყვიტეთ, ეს უკანასკნელი სახეზევე შეგრჩებათ, რადგან “ოფიციანტისგან” იგივეს არ უნდა ელოდოთ, ვინ ხარ რომ გაგიღიმოს. სასურველ ადგილას მოკალათებული ხვდები, რომ ყურადღებას არავინ არ გაქცევს, არა გარშემომყოფებს არ ვგულისხმობ, იმ ადამიანებს, რომლებიც ვალდებულნი არიან უმაღლეს დონეზე “მოგემსახურონ”,  თქვენთვის ჯერ არ სცალიათ, ზოგს მესიჯი აქვს გასაგზავნი, ზოგიც სხვა თანამშრომლებთან საუბრით არის დაკავებული და ზოგსაც თავი პოდიუმზე გონია და ისეთი ნელი მოძრაობით აგივლის და ჩაგივლის, რომ ფიზიკური მონაცემები ხელს რომ უწყობდეს, აუცილებლად დაასაქმებდით მოდის ინდუსტრიაში. მენიუს მოთხოვნის შემდეგ და საკუთარი “ჯიბის” გათვალისწინებით, შეკვეთას აძლევ, ყველაფერი დაანგარიშებული გაქვს, პლიუს, მომსახურების სხვადასხვა პროცენტული მაჩვენებილც კი, ხოლო ამ უკანასკნელს რაში იხდი მაინც გაუგებარია და ამ დროს რა ხდება, მოდის ანგარიში იმაზე მეტი, რაც შენ დაითვალე. მიზეზი ამ ყველაფრის კი ის გახლავთ, რომ მოცემული ფასები იმაზე ნაკლები წერია თქვენს ხელთ არსებულ მენიუში, ვიდრე მომსახურე პერსონალი ანგარიშობს. ჩხუბს აზრი არ აქვს, გიწევს ჯიბეების ბოლომდე მოჩხრეკა და მოტყუებით დაკისრებული თანხის გადახდა. სახლში გაბრაზებული ბრუნდები, შენ ხომ დღეს “დაგაგოიმეს”. რაც შეეხება მაღაზიებს, აქ გირჩევთ, რომ რასაც გაისინჯავთ ყველაფერი იყიდოთ. მოკლედ, ზემოთ აღნიშნული, რა თქმა უნდა ყველა დაწესებულებას არ ეხება და ჩვენს ქალაქშიც არის ისეთი ადგილები, სადაც მთელ რიგ სიამოვნებას სწრაფი მომსახურებით, ღიმილით და ზუსტი ანგარიშით იღებთ, მაგრამ მაშტაბური მდგომარეობა არც თუ სახარბიელოა. “კლიენტი ყოველთვის მართალია” და არა მარტო ეს ფრაზა, ის რომ შენი საქმიანობა უნდა  გიყვარდეს, ჯერჯერობით არ ესმით. ეს ყველაფერი ალბათ მაშინ შეიცვლება, როდესაც ცუდ მომსახურებაზე ჯარიმა და გამნეორების შემთხვევაში სამსახურიდან გაშვება დაწესდება. მანამდე  მომსახურე პერსონალს, წინ ტრეინინგების გავლა ელოდებათ. ეს ყველაფერი, როგორც კულუარებში ამბობენ ძალიან მალე განხორციელდება.

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: