“ტალახიანი ღორის ისტორია…”

ოპოზიცია, რომ განხეთქილების “მსხვერპლი” არის, ამას ბოლოს დროს განვითარებული ამბებიც მოწმობს. შიდა არეულობა პიკს აღწევს. ერთმანეთის წინააღმდეგ მაკომპრომირებელი ინფორმაციის გავრცელება უკვე წეს-ჩვეულებად იქცა, თუმცა არსებულ ბრალდებებზე დოკუმენტაციის წარდგენას ჯერჯერობით არ ჩქარობენ. ხელისუფლების წინააღნდეგ ბრძოლა და ხალხის ე.წ კეთილდღეობაზე ზრუნვა მომაბეზრებელი აღმოჩნდა ოპოზიციისათვის, ან რომელ ნდობაზე უნდა იყოს საუბარი, როდესაც ამდენი “კრიმინალი” ყოფილა გაერთიანებული მასში. ყველამ ყველაფერი იცოდა, მაგრამ დუმილს ამჯობინებდნენ, ალბათ იფიქრეს თუ მიშას ვერ გადავაგდებთ, მაშინ ერთმანეთს დავერევით და ერთ-ორ კარგ სანახაობასაც მოვუმზადებთ საზოგადოებასო. ნდობა დაკარგული და ხალხისგან ზურგ შექცეული ოპოზიცია ბრძოლას ერთმანეთის წინააღმდეგ განაგრძობს. მათ შორის დაწინაურებულად ამ ეტაპზე ნინო ბურჯანაძე ითვლება, ადამიანი რომელიც შევარდნაძის  ერთგული გახლდათ, მანამ სანამ ედვარდ შევარდნაძეს უკვე ასაკმა და მიშამაც თავისი არ დაამჩნია, რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში ახალგაზრდა, ენერგიული ძალის მსახურობა გადაწყვიტა. თუმცა ბოლომდე ვერც ამ უკანასკნელს უერთგულა. არა, სულ უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ ძაღლები ადამიანებზე ბევრად ერთგული  ოთხფეხა მეგობარები არიან. არსებობენ ადამიანების კატეგორიები, რომლებიც ერთ ადგილას ვერ ისვენებენ, ხშირად ამბობენ ასეთებზე “ვერცხლის წყალივით” არისო. ის, რომ ცოლ-ქმარი ბურჯანაძე-ბიწაძე, ლევან გაჩეჩილაძის წინააღმდეგ აქტიურ შეტავაზე არიან გადასულები, ამას კიდევ ერთი ოპოზიციური ლიდერის წინააღმდეგ გაჟღერებული ფრაზაც ემატება, ნინო ბურჯანაძის თქმით ირაკლი ოქრუაშვილს ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებაში უშაულო წვლილი მიუძღვის, რაღა თქმა უნდა  ეს უკანასკნელიც მხოლოდ ფრაზის დონემდე რჩება და დოკუმენტაცია ამის შესახებ ჯერ არ არსებობს. “ერთმა ტალახიანმა ღორმა ათი ღორი გასვარაო” დღესდღეისობით ოპოზიციაში სწორედ მსგავსი მდგომარეობა შეიმჩნევა.

“შევარდნაძე, შენ მოგეცა ჩვენი ცოდვა, ასე როგორ გამოზარდე, ეს ქამელეონები. ოპოზიციაშიც და პოზიციაშიც.
თან სულ რომ ტივტივებენ”

“ბურჯანაძე მიანიშნებს, რომ იცის, როგორ ხდებოდა პატარკაციშვილის მკვლელობის ორგანიზება.
მაგარი ამბავია”

“ამ ოპოზიციის და ხელისუფლების შემყურება გავაუქმებდი საერთოდ არჩევნებს 2060 წლამდე მაინც”

“ამ ქალს მეტისმეტად ბევრი კომპრომატები აქვს დაგროვებული.
ნეტა შემდეგი ვინ იქნება”

“მომავალი 2 წლის მანძილზე ნინო გახდება ე.წ. ოპოზიციის ერთიანი ლიდერი და დაიკავებს საქართველოს პრეზიდენტის პოსტს”

“რა საშინელი ოპოზიცია ჰყოლია მიშას! მკვლელებიც ყოფილან სხვა საზიზღრობებთან ერთად. მზარავს იმის წარმოდგენა, მაგათ რომ ხალხი შეეცდინათ და მიშას გადაყენება მოეხერხებინათ”

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: