“პარკებში მხოლოდ ბავშვებს აღარ გაასეირნებენ და ის სიგარეტის მოსაწევი ადგილი აღარ იქნება…”

თბილისში არც თუ ისე ბევრი სკვერია, სადაც ყველა ასაკის ადამიანებს შეეძლებათ დროის სასიამოვნოდ გატარება. რატომღაც მიიჩნევენ, რომ ბაღები მხოლოდ პატარა ბავშვების გასასეირნებელი ადგილი შეიძლება იყოს. არადა ეს, ესე ნამდვილად არ არის და არც არასდროს ყოფილა. პარკებს შორის თავისი ისტორიით მუშტაიდის ბაღი გამოირჩევა.

კულტურული ისტორიის მქონე დასავენებლი ადგილი, რომელიც დღესდღეისობით არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაშია. პარკის გაშენებას სასიყვარულო ისტორია უკავშირედება. სპარსეთიდან შაჰის როსხვას გამოქცეული მუშთა ხედინი, სწორედ აქიდან მოდის პარკის სახელწოდებაც, საქართველოში მოხვედრილა, მისთვის მთავრობას ეს ტერიტორია, ანუ მუშტაიდი გადაუციათ. ტყვეთა ბაზარში ქართველი ქალი ვინმე ნინო შეყვარებია და ეს ბაღი სწორედ მისთვის გაუშენებია. ამ ქალბატონის საფლავიც მუშტაიდის პარკში იყო. წლების განმავლობაში, ბაღი კულტურული ცხოვრების, გართობის ცენტრი გახლდათ. მსოფლიოში პირველი საბავშვი რკინიგზაც აქ იყო გახსნილი, აგრეთვე საჰაერო ბუშტის გაფრენაც, ვინმე ფრანგი ბედეს მიერ, მუშტაიდის ბაღში მოხდა.

ამჟამად ბაღში სამუშაოები მიმდინარეობს. კარგი იქნება, თუ ყველა კარუსელი შეკეთებული და ამოქმედებული იქნება, არც თუ ისე რთულია, როგორც თანამშრომლები ამბობენ, საბავშვო რკინიგზის აღდგენაც. მთავარი სიახლე კი ის არის, რომ ბაღის ტერიტორიაზე მალე მოძრაობის თეატრი და მოძრავი ცირკი იქნება,

რაც მუშტაიდის ბაღს ადრინდელ ფუნქციას დაუბრუნებს. ახლა კი ნამდვილად ყველა ასაკის ადამიანი შეძლებს აქ გართობას თუ დასვენებას.

 

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: