“არაფერი დამალული…”

თბილისი პატარაა.  ყველა ყველას იცნობს, ყველამ ყველაფერზე და ყველაზე იცის რაღაც დაზუსტებული, თუ კულუარებში გაგონილი ამბავი. მონაცემები თითოეულ ჩვენგანზე, მალე ხელმისაწვდომი გახდება. ადრე, თუ ჭორის დონეზე გვესმოდა რაღაცეები, ახლა ამ ყველაფერს პიროვნების მონაცემთა ბაზიდან შევიტყობთ.  პირადი, ინტიმურ დეტალებიც კი საჯარო იქნება. ირღვევა თუ არა ამ შემთხვევაში ადამიანის უფლებები, იურისტები ამაზე მუშაობას, ალბათ მალე დაიწყებენ, მანამ, სანამ   ყოველივე პარლამენტში კანონპროექტის სახით შევა.

პირადი მონაცემების დაცვის ინსპექცია, პირადი მონაცემების ინსპექტორის საშუალებით  დაქირავებული თანამშრომლების შესახებ  ყველანაირ ინფორმაციას შეაგროვებს, მათ შორის ნასამართლეობა, გადატანილი დაავადებები, სექსუალური ორიენტაცია, პოლიტიკური შეხედულებები, ყოველივე  ეს პირადი მონაცემების ბაზაში ჩაიწერება. “ყველა ცოდვა დღის სინათლეზე” გამოაშკარავდება. ფაქტები ჩვენი ცხოვრებიდან “გამჭვირვალე” გახდება. ზოგისთვის მისაღები, ზოგისთვის კი მიუღებელი კანონპროექტი, გააჩნია ვის რა “ცოდვა აწევს კისერზე” :

“ვერ ვხვდები რით ამართლებენ ასეთი მონაცემების შეგროვებას? რა მონაცემთა ბაზაა? რა საბაბით?”

“თუ საუბარია პირადი მონაცემების საინფორმაციო ბანკზე, რომელიც ყველა სახელმწიფოს აქვს
საგანგაშო არაფერია!”

“შეიძლება სადმე ამის ანალოგი არსებობს რაღაც ფორმით, მაგრამ საქართველოში ყველამ ვიცით ეს რა ფორმასაც მიიღებს და ამით თავის დროზე საბჭოთა კგბ იყო დაკავებული, ისიც ფარულად, ახლა ოფიციალურს ხდიან საშინელებაა!”

“ზომასაც?”

“ორიენტაცია როგორ უნდა დაგვიდგინონ ა?”

“არ არის საშინელება..
კრიმინალისტიკაში
ტერორიზმთან ბრძოლაში
ადამინის გაუჩინარებისას
კატასტროფებისა და სხვა ტრაგედიების დროს-ეს ბანკი შეუცვლეილია იდენტიფიკაციისათვის!”

 

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: