“აკრძალული ხილი…”

წესრიგის დასამყარებლად კანონებია საჭირო, რომ საზოგადოებას სასჯელის შიში გაუჩნდეს და კანონმორჩილმა აირჩიოს წესი-ერი ცხოვრება. “სიბინძურე” ისჯება, “უღვედობაც” დასჯადია, ე.წ. ბიჩოკის გადაგდებაზეც ჯარიმაა, რომ არა ეს უკანასკენელი, “ტაქსით” სარგებლობისას ადამიანები, ვერც კი შეეამჩნევდნენ, რომ მანქანას სამი  საფერფლე აქვს და სულაც არ არის საჭირო “ბიჩოკის” ქუჩაში დაგდება.

მოწევა რომ კლავს, ხალხს ვერაფრით ვერ გააგებინეს, რა აღარ სცადეს: გასაყიდ “საწამლავს” გამაფრთხილებელი ფრაზაც კი დააწერეს, რეკლამები, აქციები და ბოლოს, რადგან ევრიპაში მიღებულია, სიგარეტის მოწევას, საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში ჩვენთანაც აკრძალავენ. ჯერ მანქანებით დაიწყებენ და შემდეგ ბარ-რესტორნებსაც მიადგებიან. მწეველი ადამიანებისთვის ნამდვილად არ არის სასიამოვნო ინფორმაცია. ფინჯან ყავას სიგარეტთან ერთად ვეღარ მიირთმევთ, მაშინ თქვენს კაფეში შესვლას რა აზრი აქვს ? ბევრი საგონებელში ჩავარდება და ბოლოს, ალბათ სახლში დარჩენას გადაწყვიტავენ, თავისუფლად მაინც მოწევენ, კაფეს კი, კიდევ ერთი, ყოველდღიური მომხმარებელი გამოაკლდება. სამაგიეროდ დაწესებულების მფლობელებს აღარ მოუწევთ “გამწოვების”  დამონტაჟება, გაყვითლებული ფარდების და კედლების ხშირი განახლება. რაც შეეხება მწეველებზე ზრუნვას, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამან რაიმე გლობალური ცვლილება გამოიწვიოს.  “აკრძალული ხილი”, როგორც კანონპროექტი  არ ამართლებს. საჭიროა როგორც მწეველების, ასევე არა მწეველების კაფეების გახსნაც ან ერთ კაფეში 2 განყოფილების გაკეთება და საერთოდ სიგარეტის ბიზნესი რომ აღარ იყოს, მწეველებიც აღარ იქნებოდნენ.

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: