“გათიშე და იაბატონე…”

ადამიანები მიზნის მისაღწევად ისახავენ გეგმას, იმუშავებენ სტრატეგიას და სასურველისკენ ნელ-ნელა მიილტვიან. მიზანი ამართლებს საშულებას, ბევრმა უკვე გაითავისა. გაუთავებელი ბრძოლა ერთმანეთში, აი რას სთავაზობს დღესდღეისობით ოპოზიცია ხალხს. “საკნების ეპოქამ” ვერ გაამართლა და მიხვდენენ, რომ ძალა ერთობაში სულაც არ ყოფილა. დაქსაქსულებმა, ხელისუფლების კრიტიკა “დაიკიდეს” და ახლა ერთმანეთის შეტევაზე გადავიდნენ. ვინც უფრო ბევრ ცუდს იტყვის, გამარჯვებულიც ის იქნება, სჯობს გვიან ვიდრე არასდროსო, ამაზეა ნათქვამი. თავის დროზე დამალულ თემებს “მოწმეები” ნელ-ნელა საჯაროს ხდიან. ეს, ბრძოლა ოსკარისთვის ნამდვილად არ არის და მითუმეტეს არც ბრძოლა ხალხისთვის. “სკანდალების ეპოქა” ჯერჯერობით კომერციული თვალსაზრისითაც და სკანდალურობითაც მომგებიანია. “გმირების” ძიება “ცუდების” დასმენამ შეცვალა. ნინო ბურჯანაძე ლევან გაჩეჩილაძის წინააღმდეგ,

ხალხი ამ ყველაფრის შესახებ კი შემდეგს ფიქრობს:

“მოგებული არც ერთი არ დარჩება სამწუხაროდ. ეს ისტორიული “პირველობის” მენტალიტეტი უნდა მოიშოროს ქართველმა ერმა და ისწავლოს სახელმწოფოებრივი აზროვნება. აი, მაშინ პოზიციაც და ოპოზიციას მოგებული იქნება და საერთო ჯამში ქვეყანაც”

“დიდი ეჭვი მაქ ბურჯანაძე მიშიკოსთან ერთად თხზავს ამ ამბებს. ჯერ იყო და აიღო ფულიო 2 მილიონი. ახლა კიდევ არ ვიცი თუ აიღოო, ოღონდ უსუფაშვილიც ითხოვდა რაღაცასო. ანუ ბურჯანაძე სუფთაა, მიშიკოს არ მიუცია (ფული), ოპოზიცია კიდევ ცუდია”

“ბურჯანაძე ოპოზიციიდან ყველას შეჭამს, კომპრომატებიც ბევრი ექნება დაგროვებული ორივე მხარის, გამოცდილებაც აქვს, ზურგიც….
პიროვნულად კი, ეჰ, აბა რა დავწერო, ჩემთვის არცერთია მისაღები”

“ბურჯანაძე ცდილობს მის ფლანგზე მოთამაშეები გამოცხრილოს და რაც შეეხება რესპუბლიკელებთან ფლირტს, მან იცის რომ ამ ხალხთან დაპირისპირება მას უფრო დააზარალებს ვიდრე რესპუბლიკელებს”

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: