“ფოსფორის ღვედები…”

ჩვენთან ყველაფერი ან ძალიან გვიან ხდება, ან რაღაცა ისეთს მოვიფქრებთ, რომლის მსგავსი ჯერ არსად არ მოუფიქრებიათ. ღვედების კულტურა, ცივილური ქვეყნების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. უსაფრთხოების წესები, რომლის დამრღვევი ჯარიმდება, სულ ახლახანს დამკვიდრდა ჩვენთან, ანუ ცივილიზაციამ შემოანათა ჩვენს ქვეყანაშიც. ის რომ,  ოჯახში აღზრდილმა ადამიანმა გარეთ ნაგავი არ უნდა დაყაროს, ამასაც დროდადრო ვითავისებდით, მაგრამ დაკანონება მაინც დაგვჭირდა. სისუფთავეს ეტაპობრივად შეაგვაჩვიეს. ჯერ, ნაგვის ურნები ერთმანეთთან ახლო დისტანციით დააყენეს . თავიდან ეტყობა არ ამართლებდა და გადაწყვიტეს,  ჩვენი ყურადღება წარწერებით მიექციათ და ამით მოვეზიდეთ სანაგვე ყუთებისკენ. სიტუაცია ცოტათი შეიცვალა, იმ დონემდე, რომ ევროპაში ჩასულებს “დედა რა სისუფთავეაო”, მხოლოდ ეს აღარ გვხიბლავს.  დღეს უკვე განვითარდით და სიბინძურე კანონით ისჯება.

რაც შეეეხება ჩვენს თემას, ღვედებს, მემგონი ყველაფერი კარგად მიდის. კანონის წინაშე ყველა ცდილობს მართალი იყოს და მოსწონს თუ არა, თითოეული ღვედს იკეთებს, მართალია თავს ისე გრძნობენ როგორც “ჩიტი გალიაში”, მაგრამ რას ვიზამთ, სიცოცხლეს უნდა გავუფრთხილდეთ.

თუმცა პრობლემამ აქაც იჩინა თავი, შიშობენ, რომ ღამე იმის იმედით,  საპატრულო პოლიცია ვერ შეამჩნევს უკეთია თუ არა მძღოლს ღვედი, შესაძლებელია მის გარეშე მართონ მანქანა, ამიტომ,  ფოსფორის ღვედების შემოიღებას ვარაუდობენ, რაც დაწყებულ საქმეს გააიოლებს და ყველა უსაფრთხოდ ივლის. ასეთი “თვალში საცემიც” შეიძლება გახდეს ახლო მომავალში ჩვენი ღვედები.

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: