“ფეხზე დგომის ინსტიტუტი…”

სამარშუტო ტაქსის კარი თუ ნახევრად ღია დაგრჩათ, მაშინ თქვენ ბოლო მგზავრი ხართ, რომელსაც მძღოლმა პატივი გცათ და “გატენილი” მაქანა გაგიჩერათ. საშინლად არაკომფორტულად გიწევთ მგზავრობა, მაგრამ რას ვიზამთ, ქართველები ხომ სტუმარმოყვარეობით გამოვირჩევით. მსგავს სიტუაციას ყოველ მეორე “მარშუტკაში” წააწყდებით.  მგზავრობის ფული გადახდილი გაქვთ, მაგრამ ხედავთ, რომ მძღოლი მოხუცებულს უჩერებს მანქანას, მიუხედავად იმისა, რომ ადგილი აღარ არის. თქვენც თავაზიანობას იჩენთ და თქვენს მიერ “ნაყიდ ადგილს” ამოსულ მგზავრს უთმობთ.  ამით არ მთავრდება ყველაფერი,  ახლა უკვე “ცალ ფეხზე” მდგომს გიწევთ მგზავრობა, თან ყურში გაუთავებელი ზუზუნი, ” უკან გადაიწიეთ”. ეს “უკან” კი უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს, გააჩნია მძღოლს “ფანტაზია” სადამდე ეყოფა.

ზემოთ აღნიშნულს ჩვენს ქალაქში გამართლებაც მოეძბნება: ” ბენზინი გაძვირდა და აბა ჩვენ რა ვქნათ, ფული გვჭირდება”

“აბა ქუჩაში ხომ არ დავტოვებ ადამიანს?”

თუმცაღა, ბოლოდროინდელ კანონებს ახალიც მიემატება და “გაძეძგილი მარშუტკებიც” მალე აიკრძალება. კანონის დამრღვევი დაისჯება, ამ ყველაფრის გათვალისწინებით  მძღოლები აღარ გაუჩერებენ ტრასპორტს ფეხზე დგომის მსურველებს. მანამდე კი, ცოტაც  გადავიწიოთ.

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: