“დაესწრებოდა თუ არა პუტინი 8 აგვისტოს დაღუპულთა მონუმენტის გახსნას, მაშინ როდესაც…”

ძნელია 8 აგვისტოს მოვლენების შემდეგ “პატრიოტმა” ადამიანმა რუსული პოლიტიკის კეთილი ნება და მისი კარგი განწყობა ირწმუნოს, თუმცა ხალხი “ჭრელია” და თითოეულს საკუთარი აზრი გააჩნია. სწორედ ამის ნათელი გამოხატულებაა მრავალ-ოპოზიციური პარტიები. ყოფილი პოზიცია, შემდგომ ოპოზიცია, კვლავ პოზიცია და ისევ ოპოზიცია, ჩახლართული სიტუაციაა, საზოგადოებაც იბნევა და ნდობის ფაქტორიც ნელ-ნელა კლებულობს. ნინო ბურჯანაძე და ზურაბ ნოღაიდელი პუტინთან ერთად მოსკოვში, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულებისთვის ძეგლის გახსნას დაესწრება.

საინტერესოა, პუტინი 8 აგვისტოს დაღუპულების ხსოვნასთან დაკავშირებით გახსნილ რაიმე მონუმენტს თუ დაესწრებოდა?

ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ პრობლემა მოლაპარაკებებით უნდა მოგვარდეს და მაშინ მითუმეტეს, როდესაც ნატომ თქვა “რუსეთი ჩვენი მტერი აღარ არის და ერთადერთი ქვეყანა ჩვენღა დავრჩით რომელიც რუსეთთან ცივი ომის რეჟიმშიაო”

საზოგადოებაში ამასთან დაკავშირებით, სხვადასხვა აზრი გაჩნდა:

“ნინოც თმებს გადაიღებავს ლონდა კოლორით რომ კავკასიელს არ გავდეს”

“ძებნაა გამოცხადებული
პარტიიდან გავიდა და არ დაბრუნებულაო”

“მე არ ვეთანხმები ბურჯანაძეს პოზიციას და მის პოლიტიკას, უბრალოდ არ ვეთანხმები და არჩევნებზე ხმას არ მივცემ ისევე ოგროც მის მიტინგებზე არ ვივლი”

“ნინო ბურჯანაძე და ზურაბ ნოღაიდელი პუტინთან ერთად ძეგლს ხსნის”

“სირცხვილია
ეს ქალი სულ რაღაც სამი წლის წინ ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე იყო”

“მემორილმა კი არ უნდა უზრუნველყოს კარგი ურთიერთობები, არამედ ჩვენი სახელმწიფოს პატივისცემამ და ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებამ”

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: