“აგვისტოს 5 დღე…”

ინგლისი, გერმანია, საფრანგეთი ეს ის ქვეყნებია, სადაც რუსეთ-საქართველოს ომზე გადაღებული ფილმი,”აგვისტოს 5 დღე” უკვე ნაყიდი აქვთ.კულუარებში ფილმთან დაკავშირებით უკვე დაწყებულია მითქმა-მოთქმა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფილმით “wikileaksi”-იც კი დაინტერესდა და სწორედ ამ ფილმში იქნება ნაჩვენები იმის შესახებ თუ რა მოხდა სინამდვილეში რუსეთ-საქართველოს შორის. ფილმის რეჟისორები აგრეთვე განმარტავენ , რომ მათი ნამუშევარი, მხოლოდ ომით არ შემოიფარგლება  და აქ ხაზი აქვს გასმული საქართველოს, როგორც მოწინავე დემოკრატიულ ქვეყანას და ყურადღება ეთმობა მის მიღწევებს. გაზაფხულზე ფილმის პრემიაერა შედგება და რა თქმა უნდა მას საქართველოშიც უჩვენებენ.  ფილმის ერთ-ერთი რეჟისორის, ჯორჯ ლასკოუს თქმით  მისი ჩვენება 50 ქვეყანაში მოხდება. ფილმის ბიუჯეტი 10 მილიონ დოლარს შეადგენს.

მთავარ როლებში, ჰოლივუდის ვარსკვლავები ენდი გარსია და ველ კილმერი არიან, ფილმის რეჟისორი კი რენი ჰარლენია.  ინტერნეტ სივრცეში “ტრეილერის” გასვლის შემდეგ, ხალხის მოსაზრება ფილმთან დაკავშირებით ასეთია:

“ამ ფილმში ძალიან ბევრი ქართველი თამაშობს, ჩემი ძმა მუშაობდა ამ ფილმის გადაღებაზე. ეს არის საქართველოს ისტორიაში პირვერი სერიოზული ფილმი ჰოლივუდის დონეზე ძალიან სერიოზული ეფექტებით”

“ჰმმმ რავი აბა მე ნაღდად არ ვაპირებ ყურებას,უაზრობა იქნება”

“მე როგორც ვიცი, ეს ფილმი ბოევიკი არაა, დრამაა, ამერიკელ ჟურნალისტზე მოგვითხრობს მგონი, მეორეც მე მიშა გომიაშვილი დავინახე, დასაწყისში, ქალს რომ იხუტებს და ტირის. რატომღაც მგონია რომ ეს ფილმი ოსკარს აიღებს, ომზე გადაღებული ფილმები წარმატებით სარგებლობენ, სამწუხაროა, რომ ჩვენი ბიჭების სიკვდილი გახდა საჭირო ამისთვის”

“კარგით რა, მილიონების გადაყრა ამაში არ ღირდა, ქართულ კინოს მიხედონ, ასეთი ფინანსებით ქართველი რეჟისორი მაგარ ფილმს გადაიღებდა, მათთვის ეგ უბრალოდ ფულის საქმეა და ჩვენ ქართველებს გვტკივა ყველა ეს უბედურება”

“მიშას არ მოეწონაო”

“საიდან მოიტანეთ, რომ მიშას არ მოეწონა ეს ფილმიო, ჯერ მიშასაც არ უნახავს. მართლა მაგარი კინოა”

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: